ავტორი:

გორში ტანსაცმლის ბაზრობაზე ხანძარია

გორში ტანსაცმლის ბაზრობაზე ხანძარია

გორში, ე.წ. წმინდა წყლის დასახლებაში ხანძარია. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ტანსაცმლის ბაზრობას უკიდია.

როგორც AMBEBI.GE-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს, ამ დროისთვის დაშავებულების თაობაზე ინფორმაცია მათ არ აქვთ.

მობილიზებულია 12 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი, ნაწილი უკვე ადგილზეა, ნაწილი კი გზაშია. მიმდინარეობს ცეცხლის ქრობის სამუშაოები.

სემეკმა 2020 წელს მოქალაქეებს 1 მილიონ ლარზე მეტი ჩამოაწერა

კორონავირუსით საქართველოში კიდევ 24 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსის 1 527 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - როგორია გადანაწილება რეგიონების მიხედვით