ავტორი:

ხობში 2 წლის ბავშვი აუზში დაიხრჩო - "მშობლები მის გადარჩენას ცდილობდნენ და მანქანით წაიყვანეს კლინიკაში, თუმცა ავარიაში მოყვნენ"

ხობში 2 წლის ბავშვი აუზში დაიხრჩო - "მშობლები მის გადარჩენას ცდილობდნენ და მანქანით წაიყვანეს კლინიკაში, თუმცა ავარიაში მოყვნენ"

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ სოფელში 2 წლის ბავშვი ტრაგიკულად დაიღუპა. იმავე სოფელში მერის წარმომადგენლის იმედა ცარციძის ინფორმაციით, ბავშვი საკუთარი სახლის ეზოში არსებულ აუზში ჩავარდა და დაიხრჩო.

როგორც მან AMBEBI.GE-ს განუცხადა, მშობლები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის მოსვლას არ დაელოდნენ და საკუთარი ავტომობილით წაიყვანეს პატარა კლინიკაში, თუმცა ავარიაში მოყვნენ. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

"ტრაგედია გრიგალაშვილების ოჯახში მოხდა, 2 წლის ბავშვი მათივე ეზოში მდებარე აუზში დაიხრჩო. როგორც მაქვს ინფორმაცია, ბავშვები ეზოში თამაშობდნენ. ამ წინასაახალწლოდ ოჯახის წევრები სამზადისში იყვენენ და ალბათ სათანადო ყურადღება ვერ მიაქციეს. პატარა ნიკოლოზი აუზში, რომ ჩავარდა მშობლებს უფროსმა ძმამ უთხრა, რომელიც სამი წლის არის.

ოჯახი არ დაელოდა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა, იფიქრეს, რომ დროში მოიგებდნენ, შეძლებდნენ ბავშვის გადარჩენას და საკუთარი ავტომობილით წაიყვანეს კლინიკაში. თუმცა როგორც ვიცი ბავშვი უკვე დაღუპული იყო. სამწუხაროდ გზაში ავარიაში მოყვნენ. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ არ დაშავებულა. ძალიან კარგი ოჯახია, ძალიან კარგი ხალხი ,“- განაცხადა ხობის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი ახალისოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში იმედა ცარციძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე ძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

ავტორი: მაიკო ძაგანია

"კვლავ მტკიცებით ფორმაში ხდება პოლიციის თანამშრომელთა დადანაშაულება და დისკრედიტაცია" - შსს მედიაში გასულ ინფორმაციაზე განცხადებას ავრცელებს

პოლიციელებმა მოქალაქის შესახებ ინფორმაცია უკანონოდ მოიძიეს და ოპოზიციონერ პოლიტიკოსს გადასცეს - რა განცხადებას ავრცელებს შსს?

თავდასხმა "ლიბერთი ბანკის" ფილიალზე - დაკავებულია 20 წლის ბიჭი, რომელმაც იარაღის მუქარით მოლარე-ოპერატორებს ფული მოსთხოვა