ავტორი:

"ახალი კორონავირუსის ცირკულაცია სულ მცირე ერთი წელი, წელიწად-ნახევარი გაგრძელდება" - ამირან გამყრელიძე ვიდეომიმართვას ავრცელებს

"ახალი კორონავირუსის ცირკულაცია სულ მცირე ერთი წელი, წელიწად-ნახევარი გაგრძელდება" - ამირან გამყრელიძე ვიდეომიმართვას ავრცელებს

ეს პანდემია არ დამთავრდება ასე მალე. დარწმუნებული ვარ ვაქცინაცია დიდ გარდატეხას შეიტანს პანდემიის მიმდინარეობაში, მაგრამ თვითონ ახალი კორონავირუსის ცირკულაცია კიდევ სულ მცირე ერთი წელი, წელიწად-ნახევარი გაგრძელდება“,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

როგორც ამირან გამყრელიძე აცხადებს, კორონავირუსი იქამდე იარსებებს, სანამ მისი ბიოლოგიური ციკლი არ დასრულდება და არ შეიქმნება გაჯერებული იმუნური ფენა.

„ეს ვირუსი ჯერ კიდევ ბევრ რამეს გვასწავლის, საჭიროა ამ 1 წლის გამოცდილების კარგი ანალიზი, რომ ჩვენ უფრო მომზადებული შევხვდეთ 2021 და 2022 წლებს. ეს პანდემია არ დამთავრდება ასე მალე. დარწმუნებული ვარ ვაქცინაცია დიდ გარდატეხას შეიტანს პანდემიის მიმდინარეობაში, მაგრამ თვითონ ახალი კორონავირუსის ცირკულაცია კიდევ სულ მცირე ერთი წელი, წელიწად-ნახევარი გაგრძელდება, სანამ მისი ბიოლოგიური ციკლი არ დასრულდება და არ შეიქმნება გაჯერებული იმუნური ფენა“,-აცხადებს გამყრელიძე.

ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსის ინფექციამ მთელი მსოფლიო შეაზანზარა.

„მძიმე წელი იყო 2020 წელი მთლიანად მსოფლიოსთვის, ასევე ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის. მოგეხსენებათ, პანდემიები საუკუნეში ხდება ერთხელ, ორჯერ, მაგრამ განსაკუთრებული პანდემია იშვიათია. ზუსტად 100 წლის თავზე ძალიან დიდი პანდემიისა, რომელიც ისპანკას სახელწოდებით არის ცნობილი მას შემდეგ ამ მასშტაბის და სიდიდის პანდემია მსოფლიოში არ ყოფილა. ამ გამოწვევამ შეაზანზარა მთელი მსოფლიო, არამარტო ჯანდაცვის, არამედ ყველა მიმართულებით“,-განაცხადა გამყრელიძემ.

როგორც ამირან გამყრელიძე განმარტავს, მსოფლიო 2021 წელს კორონავირუსის სახარბიელო მაჩვენებლით არ ხვდება.

"2021 წელში შევდივართ არცთუ ძალიან სახარბიელო მაჩვენებლით. პანდემია კვლავ გრძელდება. ამ 1 წლის განმავლობაში, სამწუხაროდ, არ შეიქმნა ეტიოტროპული წამალი რომელიც ამ ვირუსზე იმოქმედებს“,-აცხადებს გამყრელიძე.

ამასთან, გამყრელიძის თქმით, კორონავირუსმა ასწავლა მსოფლიოს რომ 21-ე საუკუნეში მთავარი გამოწვევა სხვადასხვა მუტაციებით გამოწვეული ვირუსული და ახლად წარმოშობილი ინფექციური დაავადებები იქნება.

"ამ ვირუსმა ასწავლა კაცობრიობას, რომ თურმე, 21-ე საუკუნეში მთავარი გამოწვევები იქნება სწორედ სხვადასხვა მუტაციებით გამოწვეული ვირუსული და ახლად წარმოშობილი ინფექციური დაავადებები, რომლებიც ძირითადად რესპირაციული სინდრომით მიმდინარეობს. ეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იქნება, მეორე მთავარ გამოწვევასთან რომელიც გახლავთ ანტიმიკრობული რეზისტენტობა. ეს ყველაფერი არაპროგნოზირებადია. ჩვენ არ ვიცით როდის რა ახალი ინფექცია ან მუტანტი გაჩნდება“,-აცხადებს გამყრელიძე.

ახალციხეში 17 წლის ბიჭს ეძებენ

"პნევმონიას დაერთო ფილტვის ბაქტერიული ინფიცირებაც, განვითარდა სეფსისი" - გორში კორონავირუსით უროლოგი მირიან არსაკიძე გარდაიცვალა

"ბოლოს რომ ვესაუბრე, ანეკდოტიც მოვუყევი, გაიცინა და მითხრა, აღარ შემიძლია, დავიღალეო" - რას ამბობს კვაშალი წიკლაურის მდგომარეობაზე?