ავტორი:

"მჭირდებოდა საკუთარი ბინა, სადღაც ქირა რომ არ მეხადა... ვიყიდე შავი კარკასი" - გიორგი სუხიტაშვილის "მუქი სახლი", რომელიც მომღერლის გემოვნებით მოეწყო

"მჭირდებოდა საკუთარი ბინა, სადღაც ქირა რომ არ მეხადა... ვიყიდე შავი კარკასი" - გიორგი სუხიტაშვილის "მუქი სახლი", რომელიც მომღერლის გემოვნებით მოეწყო

საცხოვრებელი სახლი არაერთხელ გამოიცვალა, თუმცა ბოლო ხუთი წელია გიორგი სუხიტაშვილი ქერჩის ქუჩაზე, საკუთარი გემოვნებითა და ძალისხმევით მოწყობილ ბინაში ცხოვრობს.ბინა პატარაა, მაგრამ სრულებით აკმაყოფილებს პატრონის მოთხოვნებს. გიორგის თქმით, ეს არის ადგილი, სადაც ყველანაირი კომფორტი და პირობაა შექმნილი მისი განტვირთვისა და დასვენებისთვის. დამღლელი და დატვირთული დღის შემდეგ, ის ყოველთვის პოულობს საკუთარ სახლში სულიერ სიმშვიდეს.

- სახლი ზოგიერთი ადამიანისთვის თავშესაფარი, სულიერი სამყაროა, ზოგისთვის კი - უბრალოდ ღამის გასათევი. თქვენს შემთხვევაში როგორ არის?

- ჩემთვის ორივეა. სადაც ვმუშაობ, ყველგან დიდი განათება და ხმაურია, ამიტომ სახლში მაქსიმალურად ვცდილობ, პირიქით იყოს - შევქმნა სიწყნარე, სიმშვიდე, სადაც დასვენებასა და განტვირთვას შევძლებ. როგორი სახლიც არ უნდა გქონდეს, თუ შენთვის კომფორტი არ გაქვს შექმნილი, იქ დასვენებას ვერ შეძლებ. შესაბამისად მეც ისეთი სივრცე შევქმენი, სადაც თავს კომფორტულად ვგრძნობ. მართალია პატარა სახლია, მაგრამ სრულებით აკმაყოფილებს ჩემს მოთხოვნებს. თუმცა ჩემი ფანტაზიის პიკი ეს ნამდვილად არ არის.

- ეს ბინა როდის შეიძინეთ?

- ბინა 2015 წელს შევიძინე და 2016-ში გადმოვედი საცხოვრებლად. მას შემდეგ ვცხოვრობ აქ.

- რა კრიტერიუმების გათვალისწინებით შეარჩიეთ ბინა?

- რაღაც განსაკუთრებული კრიტერიუმები არ მქონია. მაშინ, როცა ეს ბინა ვიყიდე, სულ სხვა რაღაცებზე ვფიქრობდი, სხვა გეგმები მქონდა, შესაბამისად მჭირდებოდა ჩემი საკუთარი ბინა, სადღაც ქირა რომ არ მეხადა. გადავწყვიტე ბინის ყიდვა. ამ დროს მნიშვნელოვანი იყო ფინანსური მხარე, მშენებლობის ხარისხი და ა.შ. მხოლოდ ეს კრიტერიუმები შევაჯერე და შევარჩიე. ვიყიდე შავი კარკასი, რომ შემდეგ ყველაფერი ჩემს ჭკუაზე გამეკეთებინა. რასაც აქ ხედავთ, ყველაფერი ჩემი გემოვნებით და ჩართულობით არის გაკეთებული.

- რემონტის სფეროში გქონდათ გამოცდილება? რატომ გადაწყვიტეთ, რომ დამოუკიდებლად უნდა გაგეკეთებინათ ყველაფერი?

- მანამდე ამ მხრივ გამოცდილება არ მქონია, მაგრამ მალე ავუღე ალღო. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ვთვლი, რომ ეს ძალიან სასიამოვნო პროცესია. ბევრი ადამიანი ამბობს, რომ რემონტი დისკომფორტთან არის დაკავშირებული, დამღლელია და ა.შ. თუმცა, თუ ფინანსურად მზად ხარ ამისთვის, აზარტულიც კია.

- მუქი ფერები ჭარბობს. რატო მიანიჭეთ ამ ფერებს უპირატესობა?

- კი, ამბობენ, რომ მუქი სახლია. ზუსტად ასეთი მინდოდა, გამოსულიყო. როდესაც კედლის ფერზე მიდგა საქმე, ვეცადე შუაზე გამეყო.ჭერი და იატაკი, ასევე კედლის რაღაც ნაწილი ღია ფერებშია, რაღაც ნაწილი - შავი კანტებით გაფორმებული. როგორც ხედავთ, ბევრდონიანი განათებაა სახლში, რადგან მიყვარს ცვლილებები. ადამიანებს ხშირად ბეზრდებათ ავეჯი, სახლის დიზაინი, ამიტომ ყველას ვურჩევ, რომ დააყენონ სხვადასხვა დონის განათება, რის შემდეგაც აღარ მოუწევთ ავეჯის ხშირად გამოცვლა. როდესაც სხვადასხვა დონეს ანთებ, სახლი სხვადასხვა ელფერს იძენს, იცვლება გარემო. მთავარია გონივრულად დააყენო ბრები, ჭაღები, ტორშერები და ა.შ. მისაღებ ოთაში დამონტაჟებული ჭაღები მოძრაობს, აქვს სხვადასხვა რაკურსი, ფერი, რაც ჩემი სახლის ინტერიერს სხვადასხვა ელფერს სძენს..წაიკითხეთ სრულად და დაათვალიერეთ ფოტოები