ავტორი:

"ვითომ ვინმე უშლის შვილზე ზრუნვას... 237 ლარი დახარჯე და ერთი ამბავი ატეხე" - ნეკა დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილს პასუხობს

"ვითომ ვინმე უშლის შვილზე ზრუნვას... 237 ლარი დახარჯე და ერთი ამბავი ატეხე" - ნეკა დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილს პასუხობს

ქართველ ჩოგბურთელს, ნიკოლოზ ბასილაშვილს ყოფილი მეუღლე ნეკა დოროყაშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით პასუხობს.

ცნობისთვის, 31 დეკემბერს ბასილაშვილმა Facebook-ზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ შვილი ძალიან ენატრება, მაგრამ მასთან დარეკვაც კი არ შეუძლია.

"ამხელა საჯარო პოსტი, როგორც ჩანს, ამ საჩუქარს ეხებოდა. ძალიან საინტერესოდ გამოიყურება მთელი წლის ნაგროვები საჩუქრები, უცნაურად მეჩვენება, როდესაც ზრდასრულმა მშობელმა ამ ასაკში არ იცის ბავშვის ინტერესების შესახებ, რომელიც უკვე გაიზარდა და მისი ინტერესები სხვაობრივია.

ზოგადად მცირედი ყურადღება, წელიწადში ერთხელ ძალიან კარგია, მაგრამ როდესაც ამაზე ერთ ამბავს ტეხ, რომ საჯარო პოსტი მიუძღვნა ამ პარკს, ეს ცოტა მანიპულირების სახეს იძენს.

პროვოკაციებს, დაგეგმილ მანიპულაციებს, რომ ვითომ ვინმე უშლის შვილზე ზრუნვას და საჩუქრების გაგზავნას. ტყუილს მოკლე ფეხები აქვს!

საინტერესოა, ვინ დებს ბავშვის საჩუქარში ქვითარს?! ალბათ წელიწადში ერთხელ გაგზავნილი საჩუქრისთვის ესეც ბევრია და ქვითარი უნდა მენახა, რომ დავრწმუნებულიყავი, ადამიანი შრომობს ჩვენი ბიოლოგიური შვილისთვის.

თუ ასე გაგიჭირდა, ანგარიშის ნომერი შემატყობინე და დაგეხმარები.

თუმცა, როდესაც ადამიანს საერთაშორისო წარმატებაზე აქვს პრეტენზია და მიუხედავად ამისა, მთელი წელი თავისი შვილის დედის დისკრედიტაციას ეწევა, თავისი გარემოცვის მეშვეობით, ისე რომ ვითომ თვითონ არაფერ შუაშია და დუმილის უფლებას იყენებს, ესეთი საქციელი არ უნდა გაგიკვირდეს.

მადლობა ქვითრისთვის, მე დავრწმუნდი, რომ შენ ნამდვილად დახარჯე 237 ლარი, მთელი 2020 წლის განმავლობაში, ყოჩაღ!" - წერს დოროყაშვილი.

ჩოგბურთელის ყოფილი მეუღლე და მოდელი საკუთარი ბიზნესის შესახებაც წერს და კრიტიკოსებს "ფეისბუქის" პირად გვერდზე პასუხობს:

"ბოლო დღეებში ძალიან ბევრმა ადამიანმა მომწერა პირადში ან მიუძღვნა საჯარო კომენტარი ჩემს გარშემო მიმდინარე მოვლენებს. ჩემთვის ძალიან არასასიამოვნოა, რომ კიდევ მიწევს ამ თემებზე საუბარი და ვინმესთვის რამის ახსნა, ძალიან შემაწუხებელია, როდესაც სიმართლე შენს მხარეს არის, თუმცა საზოგადოებაში სხვა განწყობები ჭარბობს.

საწყენია, რომ ქვეყანაში, სადაც ასეთი გაჭირვება სუფევს და ძალიან ძნელია ბიზნესის კეთება ახალგაზრდა ადამიანებისათვის, მითუმეტეს პანდემიის აკრძალვების და შეზღუდვების პირობებიში ადამიანი მაინც ახერხებს საინტერესო ბიზნესწამოწყებას ჩაუყაროს საფუძველი და ძალიან მოკლე დროში ბევრი წინააღმდეგობის მიუხედავად ახერხებს ბიზნესის გამართვას, მას კი ამისთვის კიცხავენ. როგორც ძალიან ცნობილი კანადელი ფსიქოლოგი ჯორდან პეტერსონი იტყოდა აქ უნდა დაისვას კითხვა, რა არის თქვენი მოტივი, შეიძლება მოტივი შურია?! მას არაერთი ნამუშევარი აქვს მიძღვნილი ამ საკითხებზე და ძირეულად ხსნის ადამიანების განკიცხვის და ლანძღვის მიზეზებს. ფიქრი და ოცნება ბიზნესზე ძალიან ადვილია და ბევრ ადამიანს შეუძლია, თუმცა რეალურად საქმეზე ხელის მოკიდება არ უნდათ ან არ შეუძლიათ ან იწყებენ და შუაგზაზე ჩერდებიან. დღეს ძალიან ბევრი პლატფორმა არსებობს კაპიტალის მოსაზიდად ბიზნესის წამოწყებისათვის. თუ საკმარის ენერგიას, შრომას და თავდაუზოგავ ძალისხმევას ჩადებ ადამიანს შეგიძლია ნულიდან შეადგინო ბიზნეს გეგმა, შექმნა პროტოტიპი, მოიზიდო კაპიტალი, დაიწყო ბიზნესი და შემდეგ თავდაუზოგავი და გაუჩერებელი შრომის ხარჯზე შეძლო შენი გეგმის სისრულეში მოყვანა.

მათთვის, ვინც დაინტერესებულია ჩემი ბიზნესის ფინანსური ისტორიით მას არანაირი კავშირი არ აქვს ნიკოლოზ ბასილაშვილის ფინანსებთან. ეს ბიზნესი დავიწყე ნულიდან, მთლიანად მოზიდული საინვესტიციო კაპიტალით. ყოველთვის მჯეროდა,რომ ადამიანის მოხერხება და წარმატება მისალოცი ამბავი იყო მითუმეტეს ქართველი ახალგაზრდებისათვის. ასეთი წინააღმდეგობის ფონზე, როდესაც საქართველოში და მთელ მსოფლიოში ეკონომიკა ძალიან სერიოზულ რყევევას განიცდის. მშპ მცირდება. სახელმწიფოებისა და კომპანიების ბიუჯეტები შემცირებულია, ვალები კი გაზრდილი. ამ ფონზე თუ ვინმემ ბიზნესის გამართვა და წარმატება მოახერხა მე პირადად ძალიან მიხარია. ყოველთვის ვგულშემატკივრობ და თანადგონას ვუცხადებ ასეთ წამოწყებებს. თუმცა ალბათ კორონა შეზღუდვების და აკძალვების პირობებში ყველანი ასე თუ ისე დასტრესილები ვართ და ხანდახან შეიძლება გაგვიჭირდეს მოვლენების ობიექტური აღქმა.

თუმცა არაუშავს, მე ღრმად მწამს, რომ ჩვენი ქვეყანა და ქართველი ხალხი ამ სიძნელეებს ერთად გადავლახავთ და მომავალში ყველაფრის პოზიტიურ ჭრილში დანახვას შევძლებთ", - წერს დოროყაშვილი.