ავტორი:

მექსიკაში ექიმი, რომელმაც კორონავირუსის ვაქცინაცია ჩაიტარა, კლინიკაში გადაიყვანეს - "დაეწყო სუნთქვის გაძნელება, კანზე გამოაყარა"

მექსიკაში ექიმი, რომელმაც კორონავირუსის ვაქცინაცია ჩაიტარა, კლინიკაში გადაიყვანეს - "დაეწყო სუნთქვის გაძნელება, კანზე გამოაყარა"

მექსიკაში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ, 32 წლის ექიმის ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო. ამის შესახებ სააგენტო "როიტერსი" წერს. მათივე ცნობით, ექიმი ქალია და მან Pfizer-BioNTech-ის მიერ წარმოებული ვაქცინა მიიღო.

მექსიკელი სპეციალისტების თქმით, შემთხვევასთან დაკავშირებით კვლევა მიმდინარეობს და ჯერჯერობით ვერ ასახალებენ, თუ რას უკავშირდება გართულება. ექიმი რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს მას შემდეგ, რაც დაეწყო სუნთქვის გაძნელება, კრუნჩხვა და ასევე კანზე გამოაყარა.

"თავდაპირველი დიაგნოზი არის ენცეფალომიელიტი“, - ნათქვამია მექსიკის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში. ენცეფალომიელიტი არის თავისა და ზურგის ტვინის ანთება.

სამინისტროს განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ექიმს წარსულში აღენიშნებოდა ალერგიული გამოვლინებები. ჯერჯერობით ვაქცინის მწარმოებლებს კომენტარი არ გაუკეთებიათ. მექსიკაში კორონავირუსისგან 126 ათასი ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყანაში კორონავირუსზე ვაქცინაციის პირველი ეტაპი 24 დეკემბერს დაიწყეს, რაც მედიკოსების ვაქცინაციას გულისხმობს.

ცნობისთვის, აღნიშნული ვაქცინის გამოყენება რეკომენდებული არ არის იმ ადამიანებისთვის, რომელთაც ალერგიული გამოვლინები აქვთ.

ქვეყნები, სადაც კორონავირუსზე ვაქცინაცია უკვე დაიწყეს - სად რამდენი ადამიანია აცრილი და რა ვიცით ვაქცინების გვერდით ეფექტებზე

დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებისთვის ინფორმაციას ავრცელებს

ინგლისში დღეიდან საყოველთაო კარანტინის რეჟიმი ამოქმედდა