ავტორი:

ტრამპმა ჯორჯიის შტატის მდივანს არჩევნებში გამარჯვების დასამტკიცებლად საკმარისი რაოდენობის ბიულეტენის "პოვნა” მოსთხოვა - სკანდალური აუდიოჩანაწერი

ტრამპმა ჯორჯიის შტატის მდივანს არჩევნებში გამარჯვების დასამტკიცებლად საკმარისი რაოდენობის ბიულეტენის "პოვნა” მოსთხოვა - სკანდალური აუდიოჩანაწერი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჯორჯიის შტატის მდივანს, ბრედ რაფენსპერგერს მისი გამარჯვების დასამტკიცებლად საკმარისი რაოდენობის ბიულეტენის "პოვნა” მოსთხოვა, - ინფორმაციას ამის შესახებ The Washington Post-ი დონალდ ტრამპსა და ბრედ რაფენსპერგერს შორის სატელეფონო საუბრის ჩანაწერზე დაყრდნობით ავრცელებს.

"ყველაფერი, რისი გაკეთებაც მსურს, 11 780 ბიულეტენის პოვნაა, ვინაიდან შტატში გავიმარჯვეთ“, - აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი სატელეფონო საუბარში.

მედიის ინფორმაციით, აღნიშნულ დიალოგის დროს დონალდ ტრამპისა და ბრედ რაფენსპერგერის გარდა სატელეფონო ხაზზე ტრამპის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარკ მიდოუსი, იურისტი კლეტა მიტჩელი და რაფენსპერგერის მრჩეველი, რაიან ჯერმანიც იყვნენ.

"თქვენ იცით, თუ რა ჩაიდინეს მათ და ამას არ ამჟღავნებთ. ეს სისხლის სამართლის დანაშაულია. არ შეგიძლიათ ეს დაუშვათ. ეს დიდი რისკია თქვენთვის“, - მიმართა ტრამპმა რაფენსპერგერსა და ჯერმანს.

აღსანიშნავია, რომ The Washington Post-ის მიერ ჩანაწერის გამოქვეყნებამდე დონალდ ტრამპმა ბრედ რაფენსპერგერთან საუბრის შესახებ "ტვიტერში“ პოსტი დაწერა.

”მას არ სურდა, ან არ შეეძლო პასუხის გაცემა ისეთ კითხვებზე, როგორიცაა თაღლითური სქემა "ბიულეტენები მაგიდის ქვეშ”, ბიულეტენების განადგურება, “მკვდარი ამომრჩეველი" და სხვა! ”- წერს ტრამპი.

მოგვიანებით პრეზიდენტს რაფენსპერგერმა უპასუხა: ”პატივისცემით, პრეზიდენტო ტრამპ: თქვენი ნათქვამი სიმართლეს არ შეესაბამება. სიმართლე გამჟღავნდება,“- წერს ჯორჯიის შტატის მდივანი "ტვიტერზე“.

აღნიშნულს უკვე გამოეხმაურა აშშ-ის არჩეული ვიცე-პრეზიდენტი კამილა ჰარისი და დონალდ ტრამპი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში დაადანაშაულა.

"ყველამ მოუსმინა ამ საუბარს? ეს ნამდვილად სასოწარკვეთილების ხმა იყო. ეს იყო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მხრიდან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების უხეში და თავხედი ფაქტი. მაშინ, როდესაც შეერთებული შტატების პრეზიდენტი შტატის მდივანს, არჩევნების შედეგების შეცვლას სთხოვს, ჯორჯიის შტატში, რომელმაც მხარი ჯო ბაიდენსა და კამილა ჰარისს დაუჭირა, ეს დემოკრატიაზე პირდაპირი თავდასხმაა“, - განაცხადა ჰარისმა.

ცნობისთვის, აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართა. ოფიციალური მონაცემებით, არჩევნებში "დემოკრატების" კანდიდატმა ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა, თუმცა ტრამპი ამ დრომდე არ აღიარებს ბაიდენის გამარჯვებასა და საკუთარ მარცხს და აცხადებს, რომ არჩევნები გააყალბეს.

Moderna-ს მტკიცებით, მათი ვაქცინა მინუმუმ 1-წლიან იმუნიტეტს ქმნის - როგორი შთანხმება აქვს კომპანიას მსოფლიოს ქვეყნებთან

სან-დიეგოს ზოოპარკში გორილებს კორონავირუსი დაუდასტურდათ

წარმომადგენელთა პალატაში "დემოკრატებმა" დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროექტი წარადგინეს