ავტორი:

ინტერნეტვარსკვლავი 95 წლის COVID-19-სგან გამოჯანმრთელებული გოგალი ბაბუ თავის ექიმებს ახალ წელს ულოცავს

ინტერნეტვარსკვლავი 95 წლის COVID-19-სგან გამოჯანმრთელებული გოგალი ბაბუ თავის ექიმებს ახალ წელს ულოცავს

„ჯეო ჰოსპიტალსის“ ყველაზე ხანდაზმული კოვიდ პაციენტი 95 წლის გოგალი არაბული თავის მკურნალ ექიმებს მშობლიური მხარიდან ხევსურეთიდან, გაწეული დახმარებისთვის მადლობას უხდის და ახალ წელს ულოცავს.

გოგალი არაბულის ვიდეო, რომელშიც ჩანს, თუ როგორ ტოვებს ის კლინიკას და ემოციურად ემშვიდობება სამედიცინო პერსონალს, Facebook-ზე გავცელდა და მთელი ინტერნეტსივრცე მოიცვა.

მისი შვილი, ზურა არაბული გვიამბობს, რომ 95 წლის პაციენტი ახალ წელს მხნედ ხვდება და თავს შედარებით უკეთ გრძნობს.

„იმეორებს-ხოლმე, რა მიქნა ამ ვირუსმაო. ისე მხნედაა, ძალიან მადლიერია ექიმების და სურს, საახალწლო მილოცვა და მადლობა კიდევ ერთხელ გადასცეს. ძალიან გაგვიხარდა, როცა კლინიკიდან დაგვირეკეს და ახალი წელი მოგვილოცეს, გვინდა, ჩვენც კეთილი სურვილები გადავცეთ სამედიცინო პერსონალს“, - აღნიშნავს Ambebi.ge-სთან საუბარში ზურა არაბული.

95 წლის კოვიდ ინციფირებული მკურნალობას დუშეთის „ჯეო ჰოსპიტალსში“ 2 კვირის განმავლობაში გადიოდა. როგორც მისი შვილი აღნიშნავს, მთელი ამ დროის განმავლობაში ნატრობდა, თავისი მშობლიური მხარე - ხევსურეთი ენახა.

„გვეუბნებოდა, „წამიყვანეთ, ხევსურეთი მინდა ვნახო ისევ, ჩემი დაბადების ადგილი, ჩემი კუთხეო!“ - იხსენებს გოგალი არაბულის შვილი.

დუშეთის „ჯეო ჰოსპიტალსის“ სამედიცინო ცენტრის დირექტორი, ქეთევან გვენცაძე აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმ მძიმე დღეებისა, რაც 95 წლის პაციენტმა თავდაპირველად გამოიარა, ის მოტივირებული იყო, რომ სწრაფად გამოჯანმრთელებულიყო და მედპერსონალს COVID-19-თან ბრძოლაში მაქსიმალურად ეხმარებოდა.

„პაციენტი შემოვიდა სუნთქვის უკმარისობით, ჰქონდა თანდართული პათოლოგიები, მათ შორის გულის მწვავე უკმარისობაც და ასაკის შესაბამისად, საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობდა მისი მართვა. იყო პირველი ინტენსიური დონის ჟანგბადზე დამოკიდებული პაციენტი და საბოლოო შედეგს ხედავთ - ერთობლივად მოვახერხეთ, რომ ვირუსი დაემარცხებინა, პროტოკოლის შესაბამისად სამედიცინო პერსონალის ეფექტურმა მკურნალობამ და მისმა მხნეობამ და იმედმა კარგ შედეგამდე გაგვიყვანა“, - აღნიშნა მან.

გოგალი არაბული არ არის ერთადერთი ხანდაზმული პაციენტი, რომელმაც „ჯეო ჰოსპიტალსში“ კორონავირუსი დაამარცხა.

როგორც საგარეჯოს მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის დირექტორი დავით ჯიქია გვიამბობს, ცოტა ხნის წინ ხანდაზმულთა პანსიონატიდან კლინიკაში ორი 88 და 84 წლის ქალბატონი გადაიყვანეს, რომელთაც პერსონალის ჩართულობისა და მათი მონდომების შედეგად, კორონავირუსი დაამარცხეს და ჰოსპიტალიდან გაეწერნენ კიდეც.

„ხანდაზმულთა პანსიონატიდან გადმოყვანილი პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში იწვა, იმკურნალა და გაეწერა. მდგომაროება მძიმე იყო, ჰქონდა სუნთქვის უკმარისობა და შესაბამისად ჩატარდა კვლევები, დადასტურებული იყო, რომ საქმე გვქონდა კოვიდ ინფექციასთან, იყო ფილტვის დაზიანების მაღალი ხარისხი, ამას გარდა, იყო შაქრიანი დიაბეტი და ასაკისგან გამოწვეული სხვა პრობლემები, კვების დარღვევა და ა.შ. მკურნალობის შემდეგ, პაციენტი გაეწერა გამოჯანმრთელებული, დამაკმაყოფილებელ მდგომაროებაში, რაც ძალიან კარგი ფაქტი იყო. ასეთი არაერთი შემთხვევა გვქონდა“, - განმარტავს დავით ჯიქია ერთ-ერთ პაციენტზე.

პანსიონატის უფროსმა დარეჯან თომაძემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ ორივე გამოჯანმრთელებული პაციენტი თავს კარგად გრძნობს და სიხარულით ხვდება ახალ წელს.

„ჯეო ჰოსპიტალსში“ მკურნალობდნენ 2 კვირის განმავლობაში და გამოჯანმრთელებულები დაგვიბრუნდნენ. ახლა უკვე კარგად არიან, ბედნიერები და ჯანმრთელები, ერთად ვხვდებით ახალ წელს!“, - განგვიმარტა თბილისის ხანდაზმულთა პანციონატის უფროსმა.

მცხეთაში, „ჯეო ჰოსპიტალსის“ სამედიცინო ცენტრში COVID-19 დაამარცხა საინგილოდან ჩამოსულმა 83 წლის პაციენტმაც.

„83 წლის პაციენტი სხვადასხვა ჩივილით მივიღეთ საინგილოდან, რომელსაც ადგილზე დაუდასტურდა კოვიდი, მიუხედავად იმისა, რომ კოვიდ კლინიკა არ ვართ, კანონმდებლობით, პაციენტს სადაც უდასტურდება COVID-19, იქ გრძელდება მისი მკურნალობა. გვიხარია, რომ ჩვენი მცდელობა ასეთი შედეგით დასრულდა, გამოვაჯანმრთელეთ პაციენტი და მშობლიურ საინგილოშიც შეძლო დაბრუნება, - განვგვიმარტა მცხეთის „ჯეო ჰოსპიტალსის“ სამედიცინო ცენტრის დირექტორმა ბაკა თავხელიძემ.

ის, რაც შთაგვაგონებს ვიზრუნოთ ჩვენს პლანეტაზე. ქართულენოვანი National Geographic –ის მეასე გამოცემა

დავით ზილფიმიანი ღია წერილს ავრცელებს

იმუნური სისტემის უკეთესი კონტროლი სასუნთქი გზების ინფექციების პროფილაქტიკისთვის