ავტორი:

დააკავეს პირი, რომელმაც აბაშაში მაკრატლით ერთი პირი დაჭრა

დააკავეს პირი, რომელმაც აბაშაში მაკრატლით ერთი პირი დაჭრა

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1978 წელს დაბადებული თ.კ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სამიქაოში, ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, 1973 წელს დაბადებულ ზ.დ.-ს ბასრი საგნით სხეულზე დაზიანებები მიაყენა. ზ.დ. გადაყვანილია კლინიკაში, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება. სამართალდამცველებმა ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავეს. ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი - მაკრატელი. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სამეგრელოს პოლიციამ 2010 წლიდან ძებნილი პირი დააკავა

ახალი წლის ღამეს, ბინაში შევარდნილი ბრმა ტყვიით სიკვდილს ადამიანი შემთხვევით გადაურჩა - რას აცხადებენ შსს-ში?

"ჯანაშია წარმოადგენს იარაღს მიხეილ კალანდიას მიმართ პოლიტიკური დაკვეთის განსახორციელებლად" - რას ამბობს კალანდიას ადვოკატი სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებულის გათავისუფლებაზე