ავტორი:

4 იანვრიდან გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად ფიოდორ დოსტოევსკის „იდიოტი“ გაიყიდება

4 იანვრიდან გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად ფიოდორ დოსტოევსკის „იდიოტი“ გაიყიდება

4 იანვრიდან გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად სპეციალურ ფასად ფიოდორ დოსტოევკის „იდიოტი“ იყიდება.

წიგნის სპეციალური ფასი 13.50 ლარია, გაზეთთან ერთად - 15,00 ლარი.

წიგნი გამოცემულია სერიაში „პალიტრა კლასიკა“. პროექტი აერთიანებს მსოფლიო და ქართველი კლასიკოსების იმ შემოქმედებას, რომელიც აქტუალობას არცერთი თაობის მკითხველში არ კარგავს.

„იდიოტი“ სერიის ყველაზე გაყიდვადი წიგნია. დოსტოევსკის შემოქმედების მიმართ ინტერესი არ ცხრება, განსაკუთრებულ ინტერესს კი მკითხველში სწორედ ეს რომანი იწვევს.

რომანის მთავარი გმირი, ოცდაექვსი წლის თავადი ლევ მიშკინი შვეიცარიის ერთ-ერთ სანატორიუმში გატარებული რამდენიმე წლის შემდეგ რუსეთში ბრუნდება. გულუბრყვილობისა და ბუნებრივი ხასიათის გამო სანქტ-პეტერბურგის საზოგადოება მას შეიძულებს. მოულოდნელად იგი აღმოჩნდება კოხტად შენახული ქალისა (ნასტასია) და სათნო, კოხტა ახალგაზრდა გოგოს (აგლაია) ბრძოლის ცენტრში; ბრძოლა მისი სიყვარულის მოსაპოვებლად მიმდინარეობს. საუბედუროდ, მიშკინის ზედმეტი გულკეთილობა აჩქარებს უბედურებას; რჩება ისეთი შთაბეჭდილება, რომ მსოფლიოს ფული, ძალაუფლება, და სექსუალური დამორჩილება განაგებს.

გამომცემლობა„პალიტრა L“-ის წიგნები იყიდება მთელი საქართველოს მასშტაბით, „ბიბლუსის“ მაღაზიებში, ქსელურ მარკეტებსა და პრესის გავრცელების წერტილებში: "მაგნიტი", "ნიკორა", "დეილი", "ეკონომიქსი", "სპარი", "ფრესკო" და სხვა.

კონკრეტული მისამართები იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3o5IOso

გამოწერის შემთხვევაში მიმართეთ elva.ge -ს ქოლ-ცენტრს: 595033616

მოისმინე „ლიტერატურული თავგადასავლები“ - რა სიახლეები დაგვხვდება gudabooks.ge-ზე

ჟურნალ „გზასთან“ ერთად  ჯერომ სელინჯერის რომანი „თამაში ჭვავის ყანაში“ არის ხელმისაწვდომი

თამარ მეფის შვილიშვილი და სელჩუკთა დედოფალი – ისტორია სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული გურჯი-ხათუნის შესახებ