ავტორი:

"შესაძლოა, მელიამ შექმნას ისეთი ჯგუფი, რომ სააკაშვილი თამაშგარე მდგომარეობაში დატოვოს" - რას ამბობს პოლიტიოლოგი "ნაციონალების" "რებრენდინგზე"

"შესაძლოა, მელიამ შექმნას ისეთი ჯგუფი, რომ სააკაშვილი თამაშგარე მდგომარეობაში დატოვოს" - რას ამბობს პოლიტიოლოგი "ნაციონალების" "რებრენდინგზე"

რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს ნიკა მელიამ, არ მგონია, მიხეილ სააკაშვილთან შეთანხმების გარეშე, დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების საშუალება ჰქონდეს. თუმცა შესაძლოა, მელიამ შექმნას ისეთი ჯგუფი, რომ გარკვეული დროის შემდეგ სააკაშვილი დატოვოს თამაშგარე მდგომარეობაში, ეს ურთულესი პრობლემაა, მაგრამ შეუძლებელი არ არის, - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას განცხადებას, რომლის მიხედვით, "ნაციონალურ მოძრაობაში" დიდი განახლების, გადალაგების დროა.

როგორც ვახტანგ ძაბირაძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აღნიშნა, 2012 წელს ხელისუფლების დატოვებასთან ერთად, მუდმივად არის საუბარი "ნაციონალური მოძრაობის" "რებრენდინგზე". პოლიტოლოგი ნიკა მელიას განცხადებას გაერთიანება "ძალა ერთობაშიას" დაბალ რეიტინგსაც უკავშირებს.

"გარდა ამისა, არის კიდევ ერთი მომენტი - საარჩევნო სია, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამ არჩევნებზე წარადგინა , ეს იყო "ნაციონალურ მოძრაობას" დამატებული „ძალა ერთობაშია“. თუ ამ სიას გადავხედავთ „ნაციონალური მოძრაობა“ იძულებული გახდა სიის პირველ 50 ადგილში საკმაოდ ბევრი პოლიტიკური ჯგუფი და პარტიის წარმომადგენელი ყოფილიყო, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ არ იყო და ერთობის იმიტაციას ქმნიდა. გაერთიანებამ არჩევნებში ის შედეგი ვერ მოიტანა, რასაც "ნაციონალური მოძრაობა" ელოდა ამ გაერთიანების - „ძალა ერთობაშიას“ კონტექსტში.

შესაბამისად, მოხდა მეორე - „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, რომლებიც მუშაობენ და წლებია არიან ამ კამპანიაში აღმოჩნდნენ უკმაყოფილოები. შეიძლება ეს გაერთიანება ამომრჩეველზე პიარისთვის კარგი იყო, მაგრამ რეალურად ყველამ იცოდა, რომ ხმები „ნაციონალურ მოძრაობას“ მოაქვს და არა იმ სიას, რომელშიც იყვნენ ნაკლებად წარმოდგენილები. არ მგონია, რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს მელიამ მას დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების საშუალება სააკაშვილთან შეთანხმებისა და კონტაქტირების გარეშე ჰქონდეს. შესაძლოა, მელიამ შექმნას ისეთი ჯგუფი, რომ გარკვეული დროის შემდეგ სააკაშვილი დატოვოს თამაშგარე მდგომარეობაში. ეს ურთულესი პრობლემაა, მაგრამ შეუძლებელი არ არის", - აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ.

ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, პარტიაში დიდი განახლების, დიდი გადალაგების დროა, რაც კანონზომიერია. როგორც მელია სოციალურ ქსელში წერს, აუცილებელია პარტიას შეუერთდეს რაც შეიძლება მეტი მოქალაქე, როგორც ახალგაზრდები, ისე გამოცდილებით სავსე უფროსი თაობა.

"რა დამარცხებაზე ვსაუბრობთ?.. ჩანს, რომ ეს ჟურნალისტები ივანიშვილის დაფინანსებას იღებენ" - სააკაშვილი უკრაინულ მედიაში გამოქვეყნებულ სტატიაზე

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"