ავტორი:

"აქამდე ამ თემაზე არ მილაპარაკია... თავზე ნაკერები ედო, მაგრამ ჭრილობა შიგნიდან ტალახით სავსე იყო და ისე გაკერილი" - დღემდე გაუხმაურებელი ამბები კობა დავითაშვილის ცხოვრებიდან

"აქამდე ამ თემაზე არ მილაპარაკია... თავზე ნაკერები ედო, მაგრამ ჭრილობა შიგნიდან ტალახით სავსე იყო და ისე გაკერილი" - დღემდე გაუხმაურებელი ამბები  კობა დავითაშვილის ცხოვრებიდან

მთელი შეგნებული ცხოვრება იქ იდგა, სადაც საკუთარ ქვეყანას სჭირდებოდა. იბრძოდა აფხაზეთში, როცა სამშობლოს ნაწილს გვართმევდნენ და რუსთაველის გამზირზე - უკეთესი ხვალინდელი დღის შესაქმნელად. 2007 წლის 7 ნოემბერი მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. ხელისუფლება, რომელსაც ის უპირისპირდებოდა, სასტიკად გაუსწორდა. ხათუნა ბიწაძე კობა დავითაშვილის ცოლისდა გახლავთ. როგორც თავად ამბობს, კობა გაცილებით ადრე გაიცნო, ვიდრე მისი ოჯახის წევრი გახდებოდა.

- კობა ძალიან პრინციპული, უკომპრომისო, განათლებული, თბილი და პატიოსანი ადამიანი იყო. შეეძლო ერთი სიტყვით, ერთი გამოხედვით დიდი სითბო ეგრძნობინებინა, პატივისცემა გამოეხატა. არასდროს დრო არ ჰქონდა, მთელი შეგნებული ცხოვრება სამშობლოსთვის იყო გადაგებული. მასთან შინ რომ მივდიოდი, თუ მხვდებოდა, ხელში ყოველთვის წიგნი ეჭირა და კითხულობდა. ყველაზე რთულ პერიოდშიც კი თითქოს, წიგნებში თავშესაფარს პოულობდა.- რას კითხულობდა?- პროფესიულ ლიტერატურას, პოლიტიკოსთა და საზოგადო მოღვაწეთა ბიოგრაფიებს... ყოველთვის სქელტანიან წიგნებს კითხულობდა. კობა რომ გავიცანი, მაკვირვებდა, ასეთი განათლებული და ერუდირებული როგორ არის-მეთქი?!. მერე აღმოვაჩინე, რომ ძალიან ბევრს კითხულობდა.

- რა ვითარებაში გაიცანით?

- ყოფილი ჟურნალისტი ვარ. 90-იანი წლებში კობა დავითაშვილთან პირველი ინტერვიუ მე ჩავწერე. მაშინ ის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში იყო, ინტერვიუს თემა მიწის რეფორმა გახლდათ.

- როგორი რესპონდენტი იყო?

- ყოველთვის იცოდა, რას შეეკითხებოდი და კითხვაზე პასუხი მზად ჰქონდა. ძალიან რთული რესპონდენტი იყო - ვერ ათქმევინებდი იმას, რაც გინდოდა. გულგაშლილი და ძალიან ჭკვიანი გახლდათ, შესაბამისად - საინტერესოც. მას შემდეგ, რაც ჩემი სიძე გახდა, მასთან ინტერვიუებს აღარ ვწერდი.

- თქვენი სიძე როგორ გახდა?

- ინგა სტუდენტი იყო, იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მივიდა და კობაც მაშინ გაიცნო, მათი სიყვარულის ამბავი იქ დაიწყო. დის სიხარული და ბედნიერება ყველას უხარია, რა თქმა უნდა, მეც გახარებული ვიყავი.

- იოლად დამეგობრდით?

- ძალიან იოლად. კობას და-ძმა არ ჰყავდა. ეს დანაკლისი თავისი შვილების სიმრავლით შეივსო. 5 ვაჟკაცის მამა იყო და სულ მათით ხარობდა. ჩვენს ოჯახში ყოველი ბავშვის დაბადება დიდი სიხარული იყო. როცა ყველანი შევიკრიბებოდით, როგორც ერთ ფილმშია, - "ეს სიდედრის დაა, ეს სიდედრის შვილია", - ჩვენს თავს სხვებს ასე აცნობდა.

- 2007 წლის 7 ნოემბრის გახსენება შეგიძლიათ?

- ის ყველაზე ტრაგიკული დღე იყო ჩვენი ოჯახისთვის. ხანგრძლივი ძიების მიუხედავად, კობა ვერ ვიპოვეთ. მოგვივიდა ინფორმაცია, რომ ნაცემი ადამიანები ქალაქგარეთ გაჰყავდათ და იქ ტოვებდნენ. თბილისის გარშემო, 15 კილომეტრის რადიუსში, სადმე გზა და საცალფეხო ბილიკი თუ გადის, ყველა შემოვლილი გვქონდა. გამთენიისას, როცა გავრცელდა ხმა, კობა დავითაშვილი გარდაიცვალაო, გავიგეთ, რომ გორის ჰოსპიტალში იყო.

- როგორ მდგომარეობაში იყო, როცა თქვენ ნახეთ?

- ამდენი ხნის განმავლობაში ამ თემაზე არ მილაპარაკია, ახლა გეტყვით. როცა ის გორის ჰოსპიტალიდან თბილისში ჩამოვიყვანეთ, მოგეხსენებათ და ფოტოებშიც კარგად ჩანს, თავზე ჭრილობა ჰქონდა. გარკვეული სამედიცინო პროცედურა ჩაეტარებინათ მისთვის, ნაკერები ედო, მაგრამ ჭრილობა შიგნიდან ტალახით სავსე იყო და ისე გაკერილი. წაიკითხეთ სრულად

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე რუსული მედია დეზინფორმაციას ავრცელებს - "დაწყებული ომი ბოლომდე უნდა იქნას მიყვანილი. ეს იცოდა ამხანაგმა სტალინმა"