ავტორი:

თანამედროვე ტარზანი, თუ დამნაშავე - მეთევზეებმა ნიანგებით სავსე ტბასთან, ხეზე შიშველი მამაკაცი იპოვეს

თანამედროვე ტარზანი, თუ დამნაშავე - მეთევზეებმა ნიანგებით სავსე ტბასთან, ხეზე შიშველი მამაკაცი იპოვეს

ავსტრალიაში ნიანგებით სავსე ჭაობში, ერთ-ერთ ხეზე მეთევზეებმა სრულიად შიშველი მამაკაცი იპოვეს. მეთევზეებმა ის გადაარჩინეს და როგორც გაირკვა, კაცი რამდენიმე დღის წინ სამართალდამცველებს გაექცა. აღნიშნულის შესახებ BBC წერს.

მეთევზეებმა თავიანთი ნავით ხესთან მიცურეს და კაცს საშუალება მისცეს, რომ იქ უსაფრთხოდ ჩამხტარიყო. ერთ-ერთმა მეთევზემ მას თავისი შორტი შესთავაზა, რათა გენიტალიები დაეფარა.

"მთელ სხეულზე ნაკაწრები ჰქონდა და მთლიანად დაფარული იყო კოღოების ნაკბენებით. მკერდი და სახე ტალახით ჰქონდა მოსვრილი, ძალიან ცუდად იყო და იტანჯებოდა“, - ამბობს ერთ-ერთი მეთევზე. საბოლოოდ, ყველაფერი მშიდობიანად დამთავრდა და შიშველი მამაკაცი სახიფათო ადგილიდან ამოიყვანეს.

ნაპირზე გამოსვლისას მეთევზეებმა მამაკაცს თავიანთი ლუდი გაუზიარეს და სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. პოლიციამ ავსტრალიის მედიას დაუდასტურა, რომ ის სამართალდამცველებს რამდენიმე დღის წინ გაექცა, თუმცა რატომ იყო ის დაკავებული, უცნობია.

კაცი დააკავეს, თუმცა ამ ეტაპზე კლინიკაში მკურნალობენ. "ის ახლა საავადმყოფოში იმყოფება, თუმცა სამართალდამცველების მეთვალყურეობის ქვეშ“, - წერს ავსტრალიური მედია.

ფრინველის გრიპის მოსალოდნელი ეპიდაფეთქების გამო, საფრანგეთში 200 000 იხვი მოკლეს

ერაყმა ყასემ სულეიმანის მკვლეობისთვის დონალდ ტრამპის დაკავების ორდერი გასცა

"მათი საარჩევნო სისტემა არქაულია და ის თანამედროვე დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაყოფილებს" - მარია ზახაროვა აშშ-ის მოვლენებზე