ავტორი:

ძმის მიერ მოკლული 19 წლის ბიჭი ფეხბურთელი მიშო ახლოურია

ძმის მიერ მოკლული 19 წლის ბიჭი ფეხბურთელი მიშო ახლოურია

ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც თბილისში საკუთარმა ძმამ მოკლა, ფეხბურთელი მიშო ახლოურია. ამის შესახებ "რუსთავი 2" წერს. ტელეკომპანიის ცნობით, ახლობლებს უჭირთ თქმა, თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო მკვლელობის მიზეზი.

სასიკვდილო ჭრილობები მიშო ახლოურს 21 წლის ძმამ მიაყენა. ოფიციალური ინფორმაციით, მიზეზი ურთიერთშელაპარაკებაა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ძმას - 2001 წელს დაბადებულ მ.ა.-ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა-108-ე მუხლით მიმდინარეობს“,- ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

როგოროც მიშო ახლოურის "ფეისბუქის" პოსტებიდან ირკვევა, ის საფეხბურთო კლუბ "საბურთალოს" ფეხბურთელი იყო და გიორგი შაქარაშვილთან მეგობრობდა.