ავტორი:

"არ მჯერა მიშო..." - ძმის მიერ მოკლული ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილის მეგობარი იყო

"არ მჯერა მიშო..." - ძმის მიერ მოკლული ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილის მეგობარი იყო

ძმის მიერ მოკლული მიშო ახლოური გიორგი შაქარაშვილის ახლო მეგობარი იყო. ორივე საფეხბურთო კლუბ "საბურთალოში" თამაშობდნენ.

"არ მჯერა მიშო..." - წერს მოკლული გიორგი შაქარაშვილის და ანი შაქარაშვილი.

ახალგაზრდებს რომ ახლო მეგობრობა აკავშირებდათ, მიშო ახლოურის "ფეისბუქის" გვერდიდანაც ჩანს, სადაც უამრავი პოსტი სწორედ მოკლულ შაქარაშვილს ეხება.

აშკარად ჩანს, რომ მიშომ მძიმედ გადაიტანა მეგობრის გარდაცვალება, მის "ფეისბუქ გვერდზე" არაერთი პოსტია, რომელიც მოკლულ შაქარაშვილს ეძღვნება.

"ჩემი გადაღებული ფოტო, ჩემი შაქარა და ჩემი ლუსი, რა კარგი იყავი შაქარ"

"შაქარ მენატრები, ძალიან მენატრები, როგორი რთულია უშენობა. როგორი რთულია იმაზე ფიქრი, რომ ვეღარ შეგხვდები ამ დედამიწაზე, მიუხედავად იმისა, რომ სულ შენ გეძებ, სულ შენზე ვფიქრობ. ძალიან მიყვარხარ, ერთი იმაზე ფიქრი მაძ₾იერებს, რომ ახლა უკეთეს ადგილას ხარ და ზემოდან გვიყურებ. ჩემი ანგელოზი ხარ შაქარ. ზეცაში აუცილებლად შევხვდებით და იქ მოგვიწევს იმის გაკეთება, რაც ამ უსამართლო ცხოვრებამ არ გვაცადა" - წერდა მიშო ახლოური.

ცნობისთვის, სასიკვდილო ჭრილობები მიშო ახლოურს 21 წლის ძმამ მიაყენა. ოფიციალური ინფორმაციით, მიზეზი ურთიერთშელაპარაკებაა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ძმას - 2001 წელს დაბადებულ მ.ა.-ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა-108-ე მუხლით მიმდინარეობს“,- ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

სენაკში 32 წლის ბიჭი მამამ ყანაში გარდაცვლილი იპოვა - "დაზიანება ყელში, საკანცელარიო დანით აქვს მიყენებული"

"ვითომ შვილების საფლავს ვალამაზებ, შენ ვინ გდიხარ, რომ მპარავ?!" - ქუთაისში სამი ძმის საფლავიდან ნაძვის ხის სათამაშოები მოიპარეს

"19 წლის ძმის მკვლელობაში ბრალდებული მძიმე ემოციურ მდგომარეობაშია" - რას აცხადებს ადვოკატი?