ავტორი:

"ეს არ იყო განზრახ მკვლელობა... გიორგიმ თურმე დანა ძაღლს ესროლა, მიშო კი მოულოდნელად გადაეფარა" - შოკისმომგვრელი ტრაგედიის დეტალები

"ეს არ იყო განზრახ მკვლელობა... გიორგიმ თურმე დანა ძაღლს ესროლა, მიშო კი მოულოდნელად გადაეფარა" - შოკისმომგვრელი ტრაგედიის დეტალები

19 წლის ფეხბურთელის მიშო ახლოურის მკვლელობის დეტალებს სამართალდამცავები ამ დრომდე არკვევენ. ტრაგედია 5 იანვრის ღამეს, ქეთევან წამებულის გამზირზე მოხდა. ძმები ახლოურები სახლში იყვნენ, როცა 21 წლის გიორგი ახლოურმა ძმა - 19 წლის მიშო, ახლობლების თქმით, შემთხვევით მოკლა. ოფიციალური ინფორმაციით, მკვლელობის მიზეზად ურთიერთშელაპარაკება სახელდება, თუმცა მოკლული ბიჭის ახლობელი ambebi.ge-სთან ამბობს, რომ ეს არ იყო განზრახ მკვლელობა და გიორგი ახლოურს ძმის მოკვლა არ სურდა.

"ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა. საუკეთესო ძმობა ჰქონდათ მიშოს და გიორგის. კარგი, წარმატებული ახალგაზრდები იყვნენ ორივე. მიშო ფეხბურთელი იყო, გიორგი მასზე უფროსია, ისიც სპორტს მისდევს - კიკბოქსიორია. გიორგი გერმანიაში ცხოვრობდა და მუშაობდა, წარმატებული კარიერა ჰქონდა, იქ ერთ-ერთ შეჯიბრზე გაიმარჯვა კიდეც, მაგრამ საბოლოოდ საბუთი არ მისცეს და გამოუშვეს საქართველოში.

ძალიან კარგი მშობლები ჰყავთ, 5 დედმამიშვილი იყვნენ, ყველაზე პატარა 4 წლის არის. ოჯახმა ბინა გაყიდა და საფრანგეთში წავიდნენ, რომ იქ ემუშავათ, შარშან დაბრუნდნენ, ამიტომ ახლა, სამწუხაროდ, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობენ.

მომხდარზე მხოლოდ ის მითხრეს, რომ გიორგიმ თურმე დანა ძაღლს ესროლა, მიშო კი მოულოდნელად გადაეფარა ძაღლს... რაც შეეხება ტელევიზიებს, ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ, რომ თითქოს მიშოს მრავლობითი ჭრილობა მიაყენა ძმამ, ეს ტყუილია, ზუსტად ვიცი, ბიჭს მარტო ერთი ჭრილობა აქვს, მეტის თქმა ამ ეტაპზე არ შემიძლია. მერწმუნეთ, გიორგის რომ განზრახული ჰქონოდა რაიმე, დანას არ იხმარდა, მტერს მოხვდა იმის დარტყმული მუშტი, კიკბოქსიორია.

მეტი ჯერჯერობით არაფერი ვიცი, გუშინ ახალი დაღუპული იყო მიშო, მამას რომ ველაპარაკე, მეტს ვერაფერს ვკითხავდი, ყველა შოკირებულია", - გვითხრა ოჯახის ახლობელმა.

სამართალდამცავებმა სახლში დააპატიმრეს ძმის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ახლოური, მას შემთხვევის ადგილიდან მიმალვა არ უცდია და ძალოვნებს ბინაში დახვდა. ახლა დროებითი მოთავსების იზოლატორშია და იქ ელოდება ბრალის წარდგენას. რა ჩვენება მისცა მან გამოძიებას, ეს მოგვიანებით გახდება ცნობილი. მომხდარის გამოძიება 108-ე - განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულ ძმას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

"შალიკაშვილს ეპილეფსია ჰქონია და წამლები შეუტანეს... ამბობს, რომ გურამ ახალაიასთან პრეტენზია არ ჰქონია" - ადვოკატი

შევარდნაძის დაცვის ექსუფროსი და "ქართუ ჯგუფის” ექსვიცე-პრეზიდენტი პროკურატურაში ვუდროფის საქმეზე დაიბარეს - ამერიკელი ჯაშუშის დღემდე ბურუსით მოცული მკვლელობა

ნიკა მელია პროკურატურაში დაიბარეს