ავტორი:

ნიკოლოზ ბასილაშვილმა 1 წლიანი პაუზის შემდეგ შეხვედრა მოიგო

ნიკოლოზ ბასილაშვილმა 1 წლიანი პაუზის შემდეგ შეხვედრა მოიგო

ანტალიაში მიმდინარე 250-იანი კატეგორიის ტურნირის 1/32-ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა იტალიელი ანდრეა არნაბოლდი სამ სეტში 4:6, 7:5, 6:1 დაამარცხა.

ქართველმა 6 ბრეიკი გააკეთა, საკუთარი ჩაწოდება კი 4-ჯერ დაკარგა. ჩვენებურის ანგარიშზე 3 ეისი და ამდენივე ორმაგი შეცდომა დაფიქსირდა.

საინტერესოა, რომ ბასილაშვილი მეორე სეტში 4:5 აგებდა და მეტოქე მატჩზე აწვდიდა, თუმცა მან ბრეიკი გაახერხა და შემდეგ უკვე ზედიზედ 8 გეიმიც სათავისოდ დაიტოვა.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის იანვრის შემდეგ ნიკოლოზმა პირველი შეხვედრა მოიგო. მას აქამდე ზედიზედ 11 დაპირისპირება ჰქონდა წაგებული.

1/16-ფინალში ბასილაშვილი თურქ ალტუგ ჩელიქბელიქსა და და პოლონელ კასპერ ჟუკს შორის უკეთესს დაუპირისპირდება.

წყარო: sportall.ge

"ერთი სული გვაქვს, სამედიცინო პერსონალი როდის ავიცრებით - ვაქცინაცია ერთადერთი გამოსავალია" - ვახტანგ კალოიანი

"4 ახალგაზრდა სანადიროდ იყო წასული, ერთი გაიყინა, დანარჩენები დახმარებას ითხოვენ" - უბედური შემთხვევა გომისმთაზე

ინფიცირების 332 ახალი შემთხვევა და 343 გამოჯანმრთელებული - რამდენი ტესტი ჩატარდა ბოლო დღე-ღამეში და როგორია შედეგები რეგიონების მიხედვით