ავტორი:

"უცებ ხმით მაღვიძებს მიშიკო და დგას, მამა, მიშველე, დამჭრაო.." - ძმის მიერ მოკლული 19 წლის ფეხბურთელის მამა ტრაგიკული შემთხვევის ღამეს იხსენებს

"უცებ ხმით მაღვიძებს მიშიკო და დგას, მამა, მიშველე, დამჭრაო.." - ძმის მიერ მოკლული 19 წლის ფეხბურთელის მამა ტრაგიკული შემთხვევის ღამეს იხსენებს

ძმის მმიერ მოკლული 19 წლის ფეხბურთელის მიშო ახლოურის მამა, მარად ახლოური "კურიერთან“ ინტერვიუში ტრაგიკული შემთხვევის ღამეს იხსენებს.

"9 საათზე, როდესაც უკვე იწყებოდა "კომენდატის საათი“, მოვედი სახლში. მიშიკო იყო "ზალაში", ტელევიზორი იყო ჩართული და დივანზე იყო რაღაც ნახევრად გადაყუდებული, ამას ვამბობ, რაც იყო, ზუსტად. დავწექი მიახლოებით, 10:00 საათზე.

უცებ ხმით მაღვიძებს მიშიკო და დგას, მამა, მიშველე, დამჭრაო. უცებ თვალებს ვახელ, სისხლია...სისხლი რომ დავინახე, არ ვიცი, რა გავაკეთე, წამოვხტი...მიშველე, მარად, დამჭრაო.

გიორგი მერე "კუხნიდან“ გამოვიდა...ზალაში წამოვაწვინე, ცუდად ვარო, რაღაცაო, ამას იძახდა. მერე ვგებულობ ამას, რომ ტელევიზორის კაბელზე გიორგის უთქვამს, რომ გამორთეო ტელევიზორიო, მეძინება, დილით წასასვლელი ვარო. არ ვიცი, რა მოხდა მაგ დროს, არ გამორთო, თუ რა იყო, რა წაილაპარაკეს...მე ესენი არ გამიგია და არ ვიცი. რაც შევხედე, არ იყო ღრმა ჭრილობა, ჩემმა თვალმა როგორც ნახა.

რატო ჰქონდა ეს დანა და, მერე აუღია რომ გადაეჭრა ტელევიზორის "შნური“ და მანდ მოხდა შემთხვევით. მიშიკოს თავის ძაღლი ჰყავს და ამ ძაღლზე მოქნეული მოხვდა მიშიკოს“, - ამბობს მარად ახლოური.

ცნობისთვის, 19 წლის ძმის მკვლელობაში ბრალდებულ 21 წლის გიორგი ახლოურს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, გიორგი ახლოურმა 19 წლის ძმას, მიშა ახლოურს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა, მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. გიორგი ახლოურს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა,109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით წარუდგინეს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორე წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 13-დან 17-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რატომ დააკავეს ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილე?

სუნამოების მოპარვის მცდელობისთვის იტალიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

სასამართლომ სოფელ კისისხევში განზრახ მკვლელობის მცდელობისა და განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა