ავტორი:

"თუ გამომიცხადებია, რომ კეთილი ანონიმი ჩემს სტუმარს დაეხმარა, ხშირ შემთხვევაში ეს გოგო ყოფილა" - რას წერს ჟორჟოლიანი სოფო ჭყონიაზე?

"თუ გამომიცხადებია, რომ კეთილი ანონიმი ჩემს სტუმარს დაეხმარა, ხშირ შემთხვევაში ეს გოგო ყოფილა" - რას წერს ჟორჟოლიანი სოფო ჭყონიაზე?

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟლიანი Mercedes-Benz Fashion week-ის დამფუძნებლის სოფო ჭყონიას შესახებ წერს. როგორც ჟურნალისტი ამბობს, ხშირ შემთხვევაში სწორედ ჭყონიაა ის ადამიანი, რომელიც გადაცემაში გასული სიუჟეტების გმირებს ცხოვრებას უცვლის.

"ამ ამბის მიღმა ყველა ჩემი გადაცემის შემდეგ ირჩევს გმირს და ცხოვრებას უცვლის. კი მაფრთხილებს, ჩემი სახელი არ ახსენოო, მაგრამ თავხედურად დავარღვიე გაუთქმელობის შეთანხმება.

თუ გამომიცხადებია, რომ კეთილი ანონიმი ჩემს სტუმარს დაეხმარა, ხშირ შემთხვევაში ეს გოგო ყოფილა", - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

სოფო ჭყონია საქართველოში Mercedes-Benz Fashion week-ის დამფუძნებელია და მას ყოველწლიურად აწყობს. გასულ წელს ის მოდის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანების სიაში, BoF500-ში შეიყვანეს.

BoF500-ის სია ყოველწლიურად ახლდება და ქვეყნდება. ის ისეთ 500 ადამიანს აერთიანებს, რომლებიც მოდის სფეროში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ და გავლენითაც სარგებლობენ.

"მაინც ჩამაგდეს წყალში -19 გრადუსში" - რა ფოტოს აქვეყნებს მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქზე"

"კეთილი იყოს შენი მობრძანება ამ სამყაროში... ჩვენი გულები აღუწერელი ბედნიერებითაა სავსე" - ნინო მაჩაიძეს მეორე შვილი შეეძინა

"იმ რამდენიმე წამში, იქ რომ ვიდექი, ეს მოგიყევით და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მისმენდით..." - თეა ადეიშვილი ჯულიეტა ვაშაყმაძის დაკრძალვაზე მომხდარ ემოციურ ამბავს იხსენებს