ავტორი:

მაიკ პენსი ჯო ბაიდენის ინაუგურაციას დაესწრება

მაიკ პენსი ჯო ბაიდენის ინაუგურაციას დაესწრება

აშშ-ის მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციას დაესწრება. პენსი ფიცის დადების ცერემონიაზე დასასწრებად პირადად ბაიდენმა მიიწვია. ბაიდენის თქმით, ინაუგურაციის დროს ვიცე-პრეზიდენტის ყოფნა მისთვის დიდი პატივი იქნება.

როგორც ცნობილია, აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ბაიდენის ინაუგურაციაზე დასწრებას არ აპირებს. ამასთან დაკავშირებით, ბაიდენმა აღნიშნა, რომ „კარგია, თუ ტრამპი ინაუგურაციაზე არ მოვა“.

„ეს ერთ-ერთია იმ მცირე საკითხებს შორის, რაზეც მე და ის ოდესმე შევთანხმებულვართ. მან ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა. ის ერთ-ერთი ყველაზე არაკომპეტენტური პრეზიდენტია შეერთებული შტატების ისტორიაში", - აღნიშნა ბაიდენმა.

აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.

თოვლი, როგორიც ესპანეთში რამდენიმე ათეული წელია არ უნახავთ - უამინდობის გამო დაღუპულთა რიცხვი 4-მდე გაიზარდა

ინდონეზიაში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის "შავი ყუთი" იპოვეს

ინდონეზიაში თვითმფრინავის ნამსხვრევები და ადამიანის სხეულის ნაწილები იპოვეს - ბოლო ცნობები ავიაკატასტროფის შესახებ