ავტორი:

"მივესალმები საგარეო საქმეთა მინისტრის მნიშვნელოვან განცხადებას..." - რას წერს ისრაელის ელჩი "ანტისემიტური განცხადებების" სკანდალის შემდეგ

"მივესალმები საგარეო საქმეთა მინისტრის მნიშვნელოვან განცხადებას..." - რას წერს ისრაელის ელჩი "ანტისემიტური განცხადებების" სკანდალის შემდეგ

მივესალმები საგარეო საქმეთა მინისტრის მნიშვნელოვან განცხადებას, რომელიც ხაზგასმით უარყოფს ანტისემიტიზმს და სოლიდარობას უცხადებს ებრაელ ხალხს, - ამის შესახებ ისრაელის ელჩი საქართველოში რან გიდორი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.

ელჩის განცხადებით, ექსტრემისტების, რასისტებისა და ქსენოფობების იზოლირებისთვის ერთობლივი მოქმედებაა საჭირო.

„ექსტრემისტების, რასისტებისა და ქსენოფობების იზოლირებისათვის ძალები ყველამ უნდა გავაერთიანოთ,“ - წერს დიპლომატი.

შეგახსენებთ, გუშინ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა, რომ ანტისემიტიზმის უმცირესი გამოვლინებაც კი ვერასოდეს იპოვის ადგილს ქართველის გულსა და ცნობიერებაში.

ცნობისთვის, საქართველოში ისრაელის ელჩის, რან გიდორის განცხადებით, ქუთაისის სულხან-საბას დასახლების სამების ეკლესიის წინამძღვარმა, დეკანოზმა ილია კარკაძემ ანტისემიტური შეთქმულების რამდენიმე თეორია „გადმოანთხია”. ამასთან ელჩის თქმით, როდესაც კარკაძემ ზემოაღნიშნული ანტისემიტური განცხადებები გააკეთა, ორი კვირაც კი არ იყო გასული ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტის და წმინდა სინოდის წევრის, მეუფე იოანე გამრეკელის მიერ ჩატარებული "ძალზედ სადავო და პრობლემური ქადაგებიდან, რომლის ნაწილიც შესაძლოა აღქმული იქნეს, როგორც ანტისემიტური".

რან გიდორის განცხადებით, დარწმუნებულია, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველა საჭირო ზომას მიიღებს, რათა ანტისემიტიზმის აღმოცენება შეაჩეროს.

"ოპოზიციასთან ასეთი წინადადება გვაქვს, თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს იგებს ოპოზიცია, მაშინ ახალი არჩევნები 2022 წელს ჩავატაროთ" - იაგო ხვიჩია

"სააკაშვილი არის ჩრდილოვანი მმართველი, ის ან ოფიციალურად უნდა ჩაუდგეს "ნაცმოძრაობას" სათავეში ან ქართულ პოლიტიკას ჩამოსცილდეს" - ანა დოლიძე

წულუკიანი, ნაცვლიშვილი, ტიკარაძე - კიდევ ვინ შეიძლება აღმოჩნდეს "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოში და უქმდება თუ არა გენმდივნის პოსტი, რომელსაც კალაძე იკავებს?