ავტორი:

გადასაღებ მოედანზე დაწყებული სიყვარული და სკანდალური ქორწინება თურქ ვარსკვლავთან  - ვინ არის და როგორ ცხოვრობს დემირი "ჩუქუროვადან"

გადასაღებ მოედანზე დაწყებული სიყვარული და სკანდალური ქორწინება თურქ ვარსკვლავთან  - ვინ არის და როგორ ცხოვრობს დემირი "ჩუქუროვადან"

თუ თქვენი ბებიები, მშობლები, ოჯახის რომელიმე წევრი, ან თავად თქვენ სერიალის - "ერთხელ ჩუქუროვაში" მაყურებელი ხართ, მაშინ ეს სტატია თქვენთვისაა, რადგანაც სერიალის ერთ-ერთ მთავარ გმირზე, დემირ იამანზე უნდა მოგიყვეთ.

"ერთხელ ჩუქუროვაში" ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თურქული სერიალია, რომლის დაწყებასაც ბებიების დიდი ნაწილი ყოველ დღე, როგორც წესი, დიდი ინტერესით ელის და მთავარ გმირებს გულშემატკივრობს.

დემირ იამანის როლს 39 წლის თურქი მსახიობი, მურათ უნალმიში ასრულებს, რომელსაც აქამდეც არაერთ სერიალსა, თუ ფილმში მიუღია მონაწილეობა, თუმცა "ჩუქუროვამ" მას ყველაზე დიდი წარმატება მოუტანა.

მურათმა ბავშვობა ქაისერიში გაატარა, საიდანაც შემდეგ ოჯახი სტამბოლში გადავიდა საცხოვრებლად და სკოლაშიც იქ შევიდა. მურათი თამაშობდა კალათბურთს პროფესიონალურ დონზე და "ფენერბახჩეს" საკალათბურთო გუნდის წევრიც კი იყო. როცა 20 წლის გახდა სპორტს თავი დაანება და უნივერსიტეტში ჩაირიცხა, სადაც კომუნიკაციების სპეციალობას დაეუფლა, უნივერსიტეტის დასრულების შემმდეგ კი სამსახიობო განათლების მიღება გადაწყვიტა.

მურათი სტამბოლის სამსახიობო აკადემიაში დაეუფლა არტისტის ხელოვნებას. სწავლის დასრულების შემდეგ კი არაერთ თურქულ სერიალსა და ფილმში მიიღო როლი. რომელთა შორისაც ყველაზე გახმაურებული აღმოჩნდა სერიალი Yer Gök Ask (საქართველოში ცნობილია, როგორც "სიყვარული, ცა და მიწა). მიუხედავად ამ სერიალის წარმატებისა, მთავარი პოპულარობა და აღიარება საერთაშორისო დონეზე "ერთხელ ჩუქუროვაში" - მ მოუტანა.

  • სკანდალური ქორწინება

მურათ უნალმიში დაქორწინებული იყო პოპულარულ თურქ მსახიობ ბირჯე აქალაიზე, რომელსაც თურქული სერიალების ქართველი გულშემატკივრები იცნობენ სერიალიდან "შავ-თეთრი სიყვარული." მურათი და ბირჯე სერიალში "სიყვარული, ცა და მიწა" ერთად თამაშობდნენ და მათი რომანიც გადასაღებ მოედანზე დაიწყო.

მსახიობების თანაცხოვრება სკანდალებით იყო სავსე და მათ ურთიერთობის შენარჩუნება დიდხანს ვერ შეძლეს. ბირჯე და მურათი წელიწადნახევრიანი ქორწინების შემდეგ, 2012 წელს ერთმანეთს დაშორდნენ. სოციალურ ქსელებში წყვილის ქორწინების ამსახველი ფოტოებიც მოიპოვება.

ბირჯე აქალაი სერიალიდან "შავ-თეთრი სიყვარული"

როგორც ცნობილია, ამ ეტაპზე მისი გული თავისუფალია და მთლიანადაა ჩართული პროფესიულ საქმიანობაში.

  • დაპირისპირება გადასაღებ მოედანზე

მიუხედავად იმისა, რომ მსახიობი ცდილობს სკანდალების გარეშე იცხოვროს, მისი ცხოვრება მაინც სავსეა ისეთი ფაქტებით, რომლებიც ყვითელი პრესის განხილვის საგანი ხდება. ერთ-ერთი ბოლო სკანდალი "ერთხელ ჩუქუროვას“ გადასაღებ მოედანს უკავშირდება. როგორც თურქულ მედიაში წერდნენ, მურათს გადამღები ჯგუფის ერთ-ერთ წევრთან ჰქონდა კონფლიქტი, რომელმაც მწვავე სახე მიიღო - ჯგუფის წევრი მურათმა სცემა, თუმცა მსახუობმა თავად ეს ინფორმაცია უარყო.

მურათის საქმიანობა მხოლოდ ერთი სფეროთი არ შემოიფარგლება. გარდა ზემოთ ჩამოთვლილი პროფესიებისა, მისი საყვარელი საქმიანობა კლარნეტზე დაკვრაა და ამ ის საკმაოდ კარგად უკრავს, თავის შემოქმედებას ის "ინსტაგრამზე" გამომწერებს ხშირად უზიარებს.

რაც შეეხება სერიალს "ერთხელ ჩუქუროვაში", მისი გადაღებები ჯერ დასრულებული არ არის და უამრავ თურქულ სერიალს შორის, ლიდერობას არავის უთმობს.