ავტორი:

ფატუ ბენსუდას მაიკ პომპეო კორუმპირებულ ქმედებებში მონაწილეობაში სდებს ბრალს

ფატუ ბენსუდას მაიკ პომპეო კორუმპირებულ ქმედებებში მონაწილეობაში სდებს ბრალს

აშშ-ის მოქმედი სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარ პროკურორს, ფატუ ბენსუდას კორუმპირებულ ქმედებებში მონაწილეობაში სდებს ბრალს. აღნიშნულ განცხადებას პომპეო "ტვიტერის“ მეშვეობით ავრცელებს.

"სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო არის კორუმპირებული, პოლიტიზებული და არაკომპეტენტური. მთავარი პროკურორი ფატუ ბენსუდა ბოროტად იყენებს თავის უფლებამოსილებას, პირადი სარგებლის მიზნით ის ჩართულია კორუმპირებულ ქმედებებში და გაფლანგა მილიონები ამერიკელი სამხედროების სისხლის სამართლის მავნებლური დევნით“, – წერს სახელმწიფო მდივანი.

გასული წლის სექტემბერში აშშ-მა ფატუ ბენსუდას სანქციები დაუწესა, რისი მიზეზიც პროკურორის მიერ ავღანეთში ამერიკელი სამხედროების მიერ ჩადენილ შესაძლო დანაშაულებზე გამოძიების დაწყება გახდა.

შეგახსენებთ, ფატუ ბენსუდა ის პროკურორია, რომელიც რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე მუშაობს

აშშ-ში სიკვდილით დასაჯეს ქალი, რომელმაც ორსული მოკლა... ექიმებმა ბავშვის გადარჩენა შეძლეს - შემზარავი დანაშაულის დეტალები

Facebook-ისა და Twitter-ის შემდეგ ტრამპის არხი YouTube-მაც დაბლოკა - რა ეტაპზეა აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი

შეთქმულების თეორიები ეშმაკზე, კანიბალ ლიდერსა და დონალდ ტრამპზე, რომელმაც ხალხი უნდა "იხსნას" - რა არის მოძრაობა QAnon და ვინ დგას მის უკან?