ავტორი:

იტალიაში კორონავირუსით ორი ემიგრანტი ქალი გარდაიცვალა

იტალიაში კორონავირუსით ორი ემიგრანტი ქალი გარდაიცვალა

იტალიაში კორონავირუსით ორი ქართველი ქალი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას რომის სამრევლო და მისი წინამძღოლი არქიმანდრიტი იოანე ავრცელებს:

"ჩემო ძვირფასებო, სამწუხაროდ ამ კვირაში ჩვენი ორი თანამემულე გარდაიცვალა კორონა ვირუსით, ქალბატონები ნინო და ლილი. ვილოცოთ მათი სულებისთვის.

ჩემთვის ძალიან ძვირფასო ძმანო და დანო, მშობლებო,შვილებო და სამრევლოს წევრებო, უმორჩილესად გთხოვთ, გემუდარებით ნუ მოადუნებთ ყურადღებას და მკაცრად დავიცვათ ის ყველა რეგულაცია, რომელიც ჩვენ გვევალება. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, გავაძლიეროთ ერთმანეთი გვერდში დგომით,ლოცვითა და ნუგეშით. მესმის რომ ძალიან დამღლელია ეს ყველაფერი და რთულად ასატანი, მაგრამ საქმე ეხება ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, ჩვენს მომავალს!

უფალი მოწყალეა, გაივლის ეს საშინელი განსაცდელი და სიხარული მოვა ჩვენთან! ნუ მივატოვებთ ერთმანეთს როცა ერთმანეთს ვჭირდებით.

დიდი მადლობა ყველას, ვინც არ მიგვატოვა და გვერდში დაგვიდგა. ღმერთმა დაგლოცოთ და დალოცოს ყველა უცხოეთში მყოფი საქართველოს შვილები, ემიგრანტები და უცხოეთში მყოფი ქართველი პატიმრები. გაგახაროთ და გაგაძლიეროთ მამაზეციერმა. მიყვარხართ" - წერს არქიმანდრიტი იოანე (ხელაია).

AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, ერთ-ერთი გარდაცვლილი ლილი ბაბუნაშვილია. ის გარკვეული პერიოდის განმავლობაში ებრძოდა ვირუსს, შუახნის ქალის მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო და სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და ის 10 იანვარს გარდაიცვალა.

ლილი ბაბუნაშვილის გარდაცვალების შესახებ წერს კიდევ ერთი ემიგრანტი ქალი:

"სამწუხაროდ, დღეს კორონავირუსით გარდაიცვალა ქალაქ რომში მოღვაწე ემიგრანტი ლილი ბაბუნაშვილი. მინდა მივუსამძიმრო და თანავუგრძნო მის ოჯახს. უფლის სასუფეველში განისვენე ქალბატონო ლილი", - წერს ლია გვიჩიანი.

თბილისში 9 ადამიანი, სავარაუდოდ, შაურმით მოიწამლა

"ხალხო, ავიცერი! ერთადერთი რაც შეიცვალა, ვაიფაის რაღაცნაირად თავისით ვუკავშირდები" - კამპანია #მეავიცერი და ვაქცინირებულთა პოსტები

ხვალიდან დათბება - სინოპტიკოსების პროგნოზით, ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად მოიმატებს