ავტორი:

შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 3 პირს პატიმრობა გირაოთი შეეცვალათ

შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 3 პირს პატიმრობა გირაოთი შეეცვალათ

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 3 პირს - საბა ჩხარტიშვილს, საბა გოგშელიძესა და ირაკლი წაქაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოს სანაცვლოდ შეეცვალა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლავრენტი მაღლაკელიძემ გამოაცხადა.

საბურთალოზე მცხოვრები ჩხარტიშვილი, გოგშელიძე და წაქაძე აგარაკზე, დაბადების დღეზე იმყოფებოდნენ, მათ აგარაკზე დაწყებული ჩხუბის ეპიზოდზე აქვთ წარდგენილი ბრალი, თუმცა აღნიშნავენ, რომ შემდეგ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობენ და არც ავტომაგისტრალზე ყოფილან.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 8 პირიდან სამს ძალადობას, ასევე სხეულის განზრახ მსუბუქ დაზიანებას ედავებიან, დანარჩენ პირებს კი, ძალადობას, ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას.

"გარკვევა მინდოდა, როდის დამიბრუნებენ ჩამორთმეულ კამერასა და ტელეფონს" - იაკობ ბრეგვაძე პროკურატურაში იმყოფებოდა

"მოპედით მიმავალ ცოტნეს, მოკვლის განზრახვით, მაღალი სიჩქარით დააჯახა ავტომობილი" - გახმაურებული ავარიის საქმეს მკვლელობის კვალიფიკაცია მიენიჭა

"2020 წელს სისხლის სამართლებრივი დევნა 15 625 პირის მიმართ დაიწყო" - ირაკლი შოთაძე განმარტავს, რომელმა დანაშაულმა იმატა ბოლო 1 წლის განმავლობაში