ავტორი:

ნათია თურნავას განცხადებით, ქვეყანაში წერტილოვანი შეზღუდვები პირველ თებერვლამდე შენარჩუნდება

ნათია თურნავას განცხადებით, ქვეყანაში წერტილოვანი შეზღუდვები პირველ თებერვლამდე შენარჩუნდება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, წერტილოვანი შეზღუდვები პირველ თებერვლამდე შენარჩუნდება.

"„ჩვენი ჯანდაცვის სექტორსა და ზოგადად, მთლიანად სამთავრობო გუნდის ძალისხმევის შედეგად გვაქვს გარკვეული ნორმალიზაცია და სტაბილიზაცია ყოველდღიური ინფიცირების სტატისტიკაში. ეს არის საკმაოდ დიდი მონაპოვარი, თუმცა ჯერ კიდევ მაღალია ყოველდღიური ინფიცირების მაჩვენებელი. ასევე, ჩვენ ვხედავთ თუ რა ხდება ევროპაში, სადაც არის მესამე ტალღის გარკვეული ნიშნები და მთელი რიგი ევროპული სახელმწიფოები ამკაცრებს ამ დღეებში თავის რეგულაციებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვიმსჯელეთ დღეს და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პირველ თებერვლამდე შევირანჩუნოთ ის რეჟიმი, რაც დღეს არსებობს წერტილოვანი შეზღუდვების. ჩვენი ამოცანა არის, რომ პირველ თებერვლამდე დარჩენილი ეს ორი- სამი კვირა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ძალიან აქტიური კომუნიკაცია გვქონდეს ბიზნესებთან და მოვემზადოთ პირველი თებერვლიდან უფრო უსაფრთხო გახსნისთვის, თუნდაც იგივე ვაჭრობის სექტორს რაც შეეხება ან საზოგადოებრივ ტრანსპორტს რაც შეეხება. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვხვდებით ამ ბიზნესებს. ჩვენ ამ დარჩენილ დროში უნდა ვიმსჯელოთ მათთან და დავრწმუნდეთ იმაში, რომ ყველა სტანდარტი იქნება დაცული. სხვათა შორის, ახალი წლების წინა პერიოდმა გვიჩვენა, რომ ვაჭრობის ინდუსტრია საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება ამ სტანდარტებს. შეიძლება გარკვეული დამატებითი მოთხოვნები იყოს, რაზეც ჩვენ მათთან შევჯერდებით და ეს ყველაფერი მოასწავებს უფრო უსაფრთხო გახსნის პერიოდს,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის თქმით, ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრა ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

"თუ მიხეილ სააკაშვილიც განცხადებას გააკეთებს და ქართული პოლიტიკიდან წავა, ძალიან კარგი იქნება" - გიორგი ვაშაძე

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"