ავტორი:

BTU-ს სტუდენტების დასაქმება საერთაშორისო IT კომპანიაში Exadel

BTU-ს სტუდენტების დასაქმება საერთაშორისო IT კომპანიაში Exadel

აშშ-ს სილიკონ ველიში შექმნილი კომპანია Exadel საქართველოს ბაზარზე შემოდის და საუნივერსიტეტო პარტნიორობას BTU-სთან იწყებს. აშშ-ს, ევროპისა და აზიის სხვადასხვა ქვეყნებში არსებული 23 კომპანიით, 2020 წლის მსოფლიო რეიტინგით, ათ საუკეთესო სერვისის პროვაიდერ კომპანიებს შორის დასახელებული Exadel პირველ კურსს, სრული დაფინანსებით ჩაატარებს.

ტესტერის 6 კვირიანი კურსი, BTU-ს 25 შერჩეული სტუდენტისთის თებერვლიდან ამოქმედდება და გადამზადებული კანდიდატების შემდგომი დასაქმება საერთაშორისო აიტი პროექტებში მოხდება. გადამზადება დისტანციურ ფორმატში, საერთაშორისო სპეციალისტების მიერ, ინგლისურ ენაზე მოხდება.

ტექნოლოგიების სხვადასხვა სფეროში შეთავაზებული კურსები კომპანია Exadel-ის მიერ საქართველოში მთელი წლის განმავლობაში განხორციელდება. კომპანიის საქმიანობის სფეროს პროგრამული უზრუნველყოფის განვითარება და ციფრული ტრანსფორმაციის პროცესის უზრუნველყოფა წარმოადგენს. ამ მიმართულებით, მსოფლიოს ყველაზე სწრაფად მზარდი და მოთხოვნადი პროფესიების დაუფლება, საერთაშორისო ექსპერტების მიერ ჩატარებული ტრენინგები და მასტერკლასები სრული დაფინანსებით და შემდგომი დასაქმება, BTU-ში სტარტს რამდენიმე დღეში აიღებს.