ავტორი:

ალიევი და ფაშინიანი მოსკოვში ჩავიდნენ - რატომ დაიბარა სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები პუტინმა კრემლში

ალიევი და ფაშინიანი მოსკოვში ჩავიდნენ - რატომ დაიბარა სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები პუტინმა კრემლში

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით მოსკოვში ჩავიდნენ.

მედიის ინფორმაციით, დღესვე მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის სამმხრივი შეხვედრა გაიმართება.

სომხეთის პრემიერის პრესსპიკერი მანე გევორგიანი "ფეისბუქში“ წერს, რომ შეხვედრა რამდენიმე საათში დაიწყება და მისი დასრულების შემდეგ ოფიციალური განცხადება გაკეთდება.

მისივე ინფორმაციით, შეხვედრაზე არ იგეგმება მთიანი ყარაბაღის, ან ტერიტორიულ საკითხებთან დაკავშირებული რაიმე სახის დოკუმენტზე ხელმოწერა.

კრემლის პრესსამსახურის ცნობით, ლიდერები აპირებენ განიხილონ მთიან ყარაბაღში ვითარების დარეგულირების საკითხი და მომდევნო ნაბიჯები, რომლებიც რეგიონში არსებული პრობლემების გადასაწყვეტად უნდა გადაიდგას.

განსაკუთრებული ყურადღების დათმობა იგეგმება იმ საკითხებისადმი, რომლებიც ომით დაზარალებული რეგიონების მცხოვრებლებისთვის დახმარებას ითვალისწინებს, ასევე დაბლოკილი სავაჭრო-ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირის აღდგენის საკითხებს.

გარდა ამისა, როგორც ცნობილია, გარდა ერთობლივი შეხვედრისა, პუტინი სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს ცალ-ცალკეც შეხვდება.

სომხეთის პრემიერის პრესმდივანმა მანე გევორგიანმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე არ იგეგმება მთიანი ყარაბაღის ან ტერიტორიულ საკითხებთან დაკავშირებული რაიმე სახის დოკუმენტზე ხელმოწერა.

აშშ-ში სიკვდილით დასაჯეს ქალი, რომელმაც ორსული მოკლა... ექიმებმა ბავშვის გადარჩენა შეძლეს - შემზარავი დანაშაულის დეტალები

Facebook-ისა და Twitter-ის შემდეგ ტრამპის არხი YouTube-მაც დაბლოკა - რა ეტაპზეა აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი

შეთქმულების თეორიები ეშმაკზე, კანიბალ ლიდერსა და დონალდ ტრამპზე, რომელმაც ხალხი უნდა "იხსნას" - რა არის მოძრაობა QAnon და ვინ დგას მის უკან?