ავტორი:

ბიძინა ივანიშვილმა ქონების მნიშვნელოვანი ნაწილი "ფონდ ქართუს" გადასცა

ბიძინა ივანიშვილმა ქონების მნიშვნელოვანი ნაწილი "ფონდ ქართუს" გადასცა

გავრცელებული ინფორმაციით, "ქართული ოცნების" უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ქონების მნიშვნელოვანი ნაწილი "ფონდი ქართუს" ანგარიშზე გადაიტანა.

საუბარია მილიონობით ლარის ქონებაზე - ათეულობით კომერციულ ობიექტზე. ოფისებზე, მიწის ნაკვეთებზე, ტურისტულ ობიექტებზე. "ფონდ ქართუს" ბალანსზე გადატანილ ქონებას შორის არის ბიძინა ივანიშვილის "ბიზნესცენტრი" და "ბანკი ქართუს შენობაც".

ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ:

"თუ გაინტერესებთ, რატომ გადასცა მან საკუთარი ქონება და აქტივები საქველმოქმედო ფონდს, ამას მარტივად აგიხსნით. მან 3 მილიარდ დოლარამდე ქველმოქმედება განახორციელა ამ წლების განმავლობაში, ეს ფული მოახმარა საკუთარ სამშობლოს და საქართველოს მოქალაქეებს, დახარაჯა კულტურულ, საგნამანთლებლო, სამეცნიერო და ინფრასტრუქტურულ პროექტებში. შესაბამისად, ადამიანმა, ვინც 3 მილარდი დახარჯა ქველმოქმედებაში, მისი აქტივების დიდი ნაწილი გადასცა საქველმოქმედო ფონდს. ეს არის ის, რასაც ამ გადაწყვეტილებაში მარტივად უნდა ვკითხულობდეთ. რა არის გასაკვირი იმაში, რომ ქველმოქმედმა თავისი ქონების დიდი ნაწილი საქველმოქმედო ფონდს გადასცა?"

შეგახსნებთ, ბიძინა ივანიშვილმა დღეს პოლიტიკიდან წასვლის თაობაზე საზოგადოებას წერილით აცნობა.

LIVE - "დღის ნიუსრუმის" სტუმარია კახა კალაძე

ლიდერობის მსურველი ბევრია, მათ შორის ყველაზე წონიანები: კობახიძე, გახარია და კალაძე - ვინ ვის ჯგუფშია და რა პროცესები შეიძლება განვითარდეს მმართველ პარტიაში?

"საქართველოში ვაქცინის შემოტანის სავარაუდო თარიღი 2021 წლის პირველი კვარტალია" - ეკატერინე ტიკარაძე