ავტორი:

"Sakartwelo"  "Gruzja" -ს  ნაცვლად - 2021 წლიდან ლიეტუვურ ენაზე ჩვენი ქვეყნის სახელწოდება ოფიციალურად შეიცვალა

"Sakartwelo"  "Gruzja" -ს  ნაცვლად - 2021 წლიდან ლიეტუვურ ენაზე ჩვენი ქვეყნის სახელწოდება ოფიციალურად შეიცვალა

ვილნიუსის პოლონურენოვანი გაზეთი "კურიერ ვილენსკი" («Кurier Wilenski») სტატიაში სათაურით "საქართველო" - "Sakartwelo": ლიეტუვის სახელმწიფო ენის კომისიის გადაწყვეტილება“ იუწყება, რომ ახალი 2021 წლიდან, ლიეტუვის სახელმწიფო ენის კომისიის გადაწყვეტილებით, გეოგრაფიულ-პოლიტიკური სახელწოდება "Gruzja” საბოლოოდ იცვლება სახელწოდებით "Sakartwelo".

გთავაზობთ ამონარიდს ვილნიუსში გამომავალი გაზეთის პუბლიკაციიდან:

"ორი წლის წინ ჩვენ მივიღეთ დადგენილება, რომ "Gruzja”-ს პარალელურად, არაოფიციალურად, "Sakartwelo"-საც გამოვიყენებდით. საჭირო იყო გარკვეული პერიოდი, რათა დაგვენახა, თუ როგორ მიიღებდა ამ სახელწოდებას ჩვენი საზოგადოება. მე ვფიქრობდი, რომ ამას 20-მდე წელი მაინც დაჭირდებოდა, მაგრამ სულ რაღაც ორ წელიწადში ლიეტუვას საზოგადოებამ სახელი "Sakartwelo" კარგად შეითვისა. ეს ძალიან მოულოდნელი იყო", - გაკვირვებას ვერ მალავს კომისიის თავმჯდომარე აუდრის ანტანაიტისი და დასძენს: "შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პროცესი დაგვესრულებინა - ამიერიდან ლიეტუვურ ენაზე საქართველოს სახელმწიფოს ოფიციალურ სახელწოდებას "Sakartwelo" წარმოადგენს".

კომისიის აზრით, დადგენილება გააიოლებს ოფიციალური ორგანოების საქმიანობას, რომლებიც ადრე ორნაირი ტერმინით («Gruzja» - «Sakartwelo») სარგებლობდნენ. შესაბამისად, «Sakartwelo»-ს დაკანონება ფართო კომუნიაქტიურობისაკენ დადგმულ ნაბიჯსაც წარმოადგენს.

"რაც შეეხება ტერმინ «Gruzja»-ს, ლიეტუვის საზოგადოებრივ სივრცეში ვისაც სურს, ამ სახელით ის ძველებურად ისარგებლებს“, - ხაზს უსვამს აუდრის ანტანაიტისი. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ

ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი თბილისში - ვინ არის მისი ავტორი? (ფოტო)

სოფელ გომის მიმდებარედ მდინარე რიონმა ტერიტორია დატბორა - მაშველები ნაპირზე დარჩენილების გამოყვანას ცდილობენ

რა წესების დაცვა მოუწევთ ბაზრობებს მუშაობის განახლების შემდეგ - "ლილო მოლის" დირექტორის განმარტება