ავტორი:

"სავაჭრო ცენტრები 1-ელი თებერვლიდან გაიხსნება" - "თბილისი ცენტრალის" დირექტორი

"სავაჭრო ცენტრები 1-ელი თებერვლიდან გაიხსნება" - "თბილისი ცენტრალის" დირექტორი

დღეის მდგომარეობით, 1-ელი თებერვლიდან სავაჭრო ცენტრები რეგულაციების დაცვით გაიხსნება, თუმცა, დამატებით, თანამშრომლებისთვის კორონავირუსის ტესტის გაკეთება იქნება საჭირო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თბილისი ცენტრალის“ დირექტორმა ლევან ყარალაშვილმა განუცხადა, როგორ და რა ფორმით მოხდება სავაჭრო ცენტრების თანამშრომელთა ტესტირება, ჯერჯერობით, დაზუსტებული არაა.

„ვისაუბრეთ, თუ როგორი შეიძლება ყოფილიყო დამატებითი რეგულაციები მას შემდეგ, რაც სავაჭრო ობიექტები გაიხსნებოდა. მათ შორის იყო სავაჭრო ობიექტების თანამშრომლებისთვის ტესტირების შემოღება. პირველი თებერვლიდან ისინი მოლების გახნის პრობლემას ვერ ხედავენ, 24 დეკემბრიდან- 2 იანვრის ჩათვლით წარმატებული მუშაობის გათვალისწინებით, რადგან სავაჭრო ობიექტებმა ამ მოკლე გახსნას კარგად გაართვეს თავი. ტესტირების გარდა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ახალი არაფერი განხილულა. ტესტირება არის სიახლე, თუმცა, ჯერ არ არის დაზუსტებული, ვინ დააფინანსებს ტესტირების ხარჯებს, ვინ განახორციელებს ტესტირებას, როგორ გაკონტროლდება. პირველადი აზრი იყო, რომ თვითონ სავაჭრო ობიექტებმა დააფინანსონ ტესტირების ხარჯები, რაც ჩვენთვის ცოტა გაუგებარი იყო, რადგან, როგორც ვიცით, დღეს ტესტირება არის უფასო. ასევე, არ იყო პასუხი, რა პერიოდულობით უნდა გაკეთდეს, რამდენი ხანი უნდა გაგრძელდეს. ამაზე ჯერჯერობით, პასუხი არ ჰქონდათ. 1-ელი თებერვალი არის მოლების გახსნის ზუსტი თარიღი. არ იციან გაიხსნება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სავარაუდოდ არ გაიხსნება. რაც შეეხება გასახდელების მუშაობას, ეს რეგულაცია დარჩება ძალაში და მოქალაქეებს ნივთის გადაცვლის სავარაუდოდ, 2-კვირიანი ვადა ექნებათ“, - განაცხადა ლევან ყარალაშვილმა.

რა დაფინანსება და ხარჯები აქვს ფონდ "ქართუს“, რომელსაც ბიძინა ივანიშვილმა ქონების ნაწილი გადაუფორმა

ბიძინა ივანიშვილმა ფონდ "ქართუს" ჯამში 26 ობიექტი გადაუფორმა, 2 კი გადაფორმების პროცესშია - როგორ გამოიყურება სია

"ჩვენს განკარგულებაში რჩება 200 მილიონი დოლარი" - რა თანხას იტოვებს ივანიშვილი და მისი ოჯახი პირადი მოხმარებისთვის და როგორ შეხვდნენ მამის გადაწყვეტილებას შვილები