ავტორი:

"საქართველოს მინუს 70-გრადუსიან პირობებში, დაახლოებით 100 ათასი მოქალაქისთვის საკმარისი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შენახვის საშუალება აქვს" - დიმიტრი ხუნდაძე

"საქართველოს მინუს 70-გრადუსიან პირობებში, დაახლოებით 100 ათასი მოქალაქისთვის საკმარისი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შენახვის საშუალება აქვს" - დიმიტრი ხუნდაძე

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის ინფორმაციით, ქვეყანას მინუს 70-გრადუსიან პირობებში, დაახლოებიოთ 100 ათასს მოქალაქეზე საჭირო კოვიდ საწინააღმდეგო ვაქცინის შენახვის საშუალება აქვს. ეს კი, დაახლოებით 200 ათასი ვაქცინაა.

„არსებობს ვაქცინები, რომლის შენახვა განსაკუთრებულ პირობებს ითხოვს. პირველ ეტაპზე, რა ვაქცინაზეც გვაქვს შესაძლებლობა, რომ შემოვიდეს, არის „ფაიზერის“ ვაქცინა, თუმცა აუცილებელია მინუსს 70-გრადუსიანი შენახვის პორობების არსებობა. ქვეყანას ამის რესურსი გააჩნია, მაგრამ არა იმ რაოდენობით, რომ მთლიანად შევძლოთ ამ ტიპის ვაქცინის შენახვა და შემდეგ მოსახლეობისათვის მიწოდება. ასეთი ინფრაქტუქტურა არის თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. ეს არის დაახლოებით 100 ათასს მოქალაქეზე საჭირო ვაქცინის შენახვის საშუალება. ეს არის დაახლოებით 200 ათასი ვაქცინა“, - განაცხადა ხუნდაძემ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე.

მისივე თქმით, ვაქცინასთან დაკავშირებით მუშაობა სხვა მიმართულებითაც მიდის, რა პროცესშიც შეუცვლელი პირობაა, რომ ვაქცინა ავტორიზებული იყოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ და შენარჩუნებული იყოს მისი მაღალი ხარისხი.

„18 იანვარს ქვეყნები, მათ შორის საქართველო „კოვაქსში“ წარადგენს განაცხადს, სადაც ასახული უნდა იყოს ვაქცინის გამოყენების ინტერესი და სურვილი. 19-28 იანვრისთვის ჯანმო, იუნისეფი განიხილავს განცხადებებს ქვეყნის მიერ წარდგენილ ვაქცინის დანერგვის გეგმის შესახებ. თვის ბოლოს იქნება პირველი ეტაპი, განაწილების გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით. იმედი გვაქვს, რომ საქართველო ამ რიგში წინა პოზიციაზე აღმოჩნდება და ვაქცინას სწრაფად მივიღებთ“, - განაცხადა ხუნდაძემ.

დეპუტატმა საკომიტეტო სხდომაზე რამდენჯერმე აღნიშნა, რომ საქართველოში შემთხვევითი ვაქცინა არ შემოვა და მოსახლეობა დამატებითი რისკის ქვეშ არ დადგება.

ხუნდაძის თქმით, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით პირველ რიგში, მედპერსონალი აიცრება, ხოლო შემდეგ - მიზნობრივი რისკ-ჯგუფები.

დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, საქართველოში ხარისხიანი ვაქცინის სწრაფად შემოტანა საკანონმდებლო დონეზე უნდა მოხდეს, რომელიც პირველ რიგში, მიზნობრივ ჯგუფებზე იქნება გათვლილი.

მისივე თქმით, აღნიშნული საკითხის მოსაგვარებლად გარდა ინფრასტრუქტურული მზაობისა, საკანონმდებლო ბაზაც უნდა არსებობდეს, კერძოდ, სახელმწიფოს მხრიდან პასუხისმგებლობა უნდა იყოს აღებული, ვაქცინაციის პროცესში, შესაძლო დამდგარ ზიანთან დაკავშირებით.

„საქართველო კორონავირუსთან ბრძოლის ახალ ეტაპზე გადადის. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, სწრაფი, ხარისხიანი ვაქცინა და უნდა მოვახდინოთ, პირველ რიგში, მიზნობრივი ჯგუფების ვაქცინაცია და შემდეგ ის პრაქტიკულად მთელს მოსახლეობაზე გავრცელდეს. ამისათვის საჭიროა გარდა ინფრასტრუქტურული მზაობისა, საკანონმდებლო ბაზა იყოს მზად. უნდა იქნას სახელმწიფოს მხრიდან აღებული პასუხისმგებლობა ვაქცინაციის პროცესში შესაძლო დამდგარ ზიანთან დაკავშირებით, თუ ზიანი, რა თქმა უნდა, არ არის მედპერსონალის, კლინიკის, ან იმპორტიორის შეცდომით განპირობებული. ასეთი მოთხოვნა აქვთ მწარმოებლებს, ჩვენ ვკონტაქტობთ მწარმოებლებთან "კოვაქს" პლატფორმის საშუალებით და მწარმოებლებს აქვთ ეს მოთხოვნა: ზიანის დადგენის შემთხვევაში, პასუხისმგებლობა ქვეყნებმაც გაიზიარონ. ამ მოთხოვნის უზრუნველყოფა უკვე ძალიან ბევრმა ქვეყანამ მოახდინა, მათ შორის, აშშ-მა და არა მხოლოდ მათ... ამიტომ საქართველოც უზრუნველყოფს ეს პასუხისმგებლობა აიღოს და აიყვანოს საკანონმდებლო დონეზე და ამით ხელი არ შეუშალოს, რომ სწრაფად შემოვიტანოთ ქვეყანაში ვაქცინა და ის მაღალხარისხიანი იყოს", - განაცხადა ხუნდაძემ.

შეგახსენებთ, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მიზნით, “საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონს სპეციალური მუხლი ემატება.

კანონში დაგეგმილი ცვლილებების ავტორი და ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: დიმიტრი ხუნდაძე, ლადო კახაძე, ანტონ ობოლაშვილი, რამინა ბერაძე, ზაზა ლომინაძე, ზაალ მიქელაძე, ირმა ზავრადაშვილი და დავით სერგეენკო.

სოფელ გომის მიმდებარედ მდინარე რიონმა ტერიტორია დატბორა - მაშველები ნაპირზე დარჩენილების გამოყვანას ცდილობენ

რა წესების დაცვა მოუწევთ ბაზრობებს მუშაობის განახლების შემდეგ - "ლილო მოლის" დირექტორის განმარტება

დაპირისპირება ჩოხატაურში, მუსლიმებსა და ქრისტიანული თემის წარმომადგენლებს შორის - "ეს ერთ-ერთ სახლში არსებულ სალოცავს უკავშირდება"