ავტორი:

"2020 წელს სისხლის სამართლებრივი დევნა 15 625 პირის მიმართ დაიწყო" - ირაკლი შოთაძე განმარტავს, რომელმა დანაშაულმა იმატა ბოლო 1 წლის განმავლობაში

"2020 წელს სისხლის სამართლებრივი დევნა 15 625 პირის მიმართ დაიწყო" - ირაკლი შოთაძე განმარტავს, რომელმა დანაშაულმა იმატა ბოლო 1 წლის განმავლობაში

საქართველოს გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის განცხადებით, 2020 წლის განმავლობაში სისხლის სამართლებრივი დევნა 15 625 პირის მიმართ დაიწყო, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით, შემცირებულია. ამის შესახებ ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოს სხდომაზე განაცხადა, სადაც ის ანგარიშით წარსდგა.

„თუ შევადარებთ ამ მონაცემს 2019 წელთან, 2019 წელს იყო 19 114 დევნა. დევნის მაჩვენებლი 2020 წელს, წინა წელთან შედარებით შემცირებულია 18,3%-ით. მიუხედავად პანდემიისა, საქართველოს პროკურატურა საქმეებით დატვირთული იყო. რაც შეეხება სისხლის სამართლებრივი მუხლების მაჩვენებელს დევნის მიხედვით, 2020 წელს სისხლის სამართლებრივი დევნა ყველაზე ხშირად განხორციელდა 177-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, მეორე ადგილზეა 126-ე პრიმა მუხლი, ხოლო მესამე ადგილზეა 151-ე მუხლი. მსგავსი სურათი იყო ასევე წინა წლებში, 2019 და 2018 წლებში. თუ პირველ სამ ადგილს ავიღებთ დევნის მაჩვენებლის მიხედვით, წინა წლებში ერთადერთი განსხვავება ის არის, რომ 2020 წელს მესამე ადგილზე გვაქვს 151-ე მუხლი, ხოლო 2018-2019 წლებში 260-ე მუხლი“, - განაცხადა შოთაძემ.

რაც შეეხება სრულწლოვანთა განრიდებას, მისივე ინფორმაციით, 2015-2020 წლებში განრიდება ძირითადად გამოყენებულ იქნა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულებზე, გაუფრთხილებელ, არაძალადობრივ დანაშაულთა ჩამდენ სრულწლოვნების მიმართ.

„2020 წლის განმავლობაში განრიდდა 984 პირი, საიდანაც 929 პირი (94.4%) განრიდდა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულზე, ხოლო 55 პირი მძიმე დანაშაულებებზე. 2019 წელთან ეს მაჩვენებელი შემცირებულია“, - აღნიშნა შოთაძემ.

გენერალური პროკურორის განცხადებით, 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით საპატიმრო აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნის მაჩვენებლი გაზრდილია, რაც ოჯახურ დანაშაულებებზე პატიმრობის მოთხოვნის პროცენტული მაჩვენებლის ზრდითაა განპირობებული.

„2020 წელს, წინა წელთან შედარებით, მცირედით არის გაზრდილი პატიმრობის მოთხოვნის მაჩვენებელი. 2020 წელს საპატიმრო აღკვეთის ღონისძიება მოთხოვნილია 41% შემთხვევებში, ხოლო არასაპატიმრო აღვკეთის ღონისძიება 19.2% შემთხვევებში. 2019 წელს 37%-ში იყო პატიმრობა მოთხოვნილი. წელს ეს ზრდა კი გამოწვეულია იმით, რომ გაზრდილია მოთხოვნილი პატიმრობის მაჩვენებელი ოჯახურ დანაშაულებებზე. ოჯახურ დანაშაულებებზე, არსიდან და საზოგადოებრივი საშიშროებიდან გამომდინარე, პროკურატურა მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ახორციელებს. შესაბამისად, 2019 წელს სულ მოთხოვნილი პატიმრობიდან ოჯახურ დანაშაულზე მოდიოდა 38%, ხოლო 2020 წელს 43.4%-ი. ამრიგად, 2020 წელს 2019 წელთან შედარებით ოჯახურ დანაშაულებებზე მოთხოვნილი პატიმრობის პროცენტული მაჩვენებლი გაზრდილია 5.4%-ით“, - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

მისივე თქმით, მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკა ასევე ხორციელდება ძალადობრივი დანაშაულისთვის ბრალდებული პირების მიმართ.

„საუბარია 108-ე, 109-ე, 117-ე და 179-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებზე ბრალდებულ პირთათვისაც აღვკეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მოთხოვნაზე. 2020 წელს როგორც მკვლელობის, მკვლელობის დამამძიმებელ გარემოებებში და ყაჩაღობის 100% შემთხვევაში პროკურორების მხრიდან აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობაა მოთხოვნილი. სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას რაც შეეხება, აქ 96%-შია აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მოთხოვნილი. ასევე, ბოლო წლებში შემცირებულია ბრალდებულთა მიმართ პატიმრობის უზრუნველყოფით გირაოს, ე.წ. საპატირმო გირაოს მოთხოვნის პროცენტული მაჩვენებელიც. 2020 წელს საპატიმრო გირაო გამოყენებული იქნა 2.9% შემთხვევებში. ასევე, 2020 წელს სასამართლოს მიერ საპატიმრო აღკვეთის ღონისძიება გამოყენებული იქნა 27.9% შემთხვევებში, ხოლო არასაპატირმო 30.8% შემთხვევებში. 2020 წელს პროკურორის მიერ მოთხოვნილი აღკვეთი ღონისძიება სამართლოს მხრიდან სრულად დაკმაყოფილდა 74.8%-ში, ნაწილობრივ 22.7%-ში ხოლო არ დაკამყოფილდა 2.6% -ში“, - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

მისივე თქმით, ცალკეულ დანაშაულთან ბრძოლის თვალსაზრისით, კვლავ პრიორიტეტად რჩება ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახური დანაშაული, რაც აისახება მსხვერპლთა მიერ სამართალდამცავი ორგანოებისთვის მიმართვიანობის ზრდაში და სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მაღალ მაჩვენებლებში.

მისივე ინფორმაციით, 2020 წელს ოჯახურ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 4633 პირის მიმართ.

„2020 წელს, სპეციალიზებული პროკურორების მიერ ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის სისხლის სამართლის საქმეებზე პირის ბრალდების შესახებ დადგენილებებში აქტიურად ხდებოდა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივის გამოკვეთა. გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით დანაშაულის ჩადენა 2017 წელს 25 ბრალდებულის მიმართ გამოიკვეთა, 2018 წელს - 111, ხოლო 2019 წელს - 120 ბრალდებულის მიმართ. 2020 წლის მონაცემებით გენდერული დისკრიმინაციის მოტივი გამოიკვეთა 178 ბრალდებულის მიმართ, ხოლო 184 ქალი დაზარალებულად იქნა ცნობილი. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 2020 წელს გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივი პირველად გამოიკვეთა ქალთა მკვლელობის საქმეებში“, - აღნიშნა ირაკლი შოთაძემ.

"გარკვევა მინდოდა, როდის დამიბრუნებენ ჩამორთმეულ კამერასა და ტელეფონს" - იაკობ ბრეგვაძე პროკურატურაში იმყოფებოდა

"მოპედით მიმავალ ცოტნეს, მოკვლის განზრახვით, მაღალი სიჩქარით დააჯახა ავტომობილი" - გახმაურებული ავარიის საქმეს მკვლელობის კვალიფიკაცია მიენიჭა

"დედასთან და ბიცოლასთან ერთად შეიჭრა 15 წლის გოგოს სახლში, ძალით წამოიყვანა და 1 საათი გამოკეტილი ყავდა..." - პროკურატურა გარდაბანში მომხდარი გატაცების დეტალებზე