ავტორი:

"მახსოვს, თავად შემოვიდა ოთახში, გამეცნო და წარმატებები მისურვა... მაშინ პირველად ვნახე" - როგორ იხსენებს მანანა თოქმაჯიშვილი ივანიშვილთან შეხვედრას

"მახსოვს, თავად შემოვიდა ოთახში, გამეცნო და წარმატებები მისურვა... მაშინ პირველად ვნახე" - როგორ იხსენებს მანანა თოქმაჯიშვილი ივანიშვილთან შეხვედრას

"ქართული ოცნების" უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა თანამდებობის დატოვებისა და პოლიტიკიდან წასვლის შესახებ სოციალურ ქსელში განცხადება გუშინ გაავრცელა. პარტიამ თავმჯდომარეობის ახალ კანდიდატად ირაკლი კობახიძე წარადგინა.

ბევრს ახსოვს, რომ ივანიშვილი, რომელსაც საზოგადოება წლები ქველმოქმედ ბიზნესმენად იცნობდა, ქართულ პოლიტიკაში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ გამოჩნდა, ბევრი ცნობილი პოლიტიკოსი თუ პარტია შემოიკრიბა და მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება გადაიბარა.

მანანა თოქმაჯიშვილი, რომელიც მაშინ ივანიშვილის პიარში მუშაობდა, "ქართული ოცნების" დამფუძნებელთან პირველ შეხვედრას იხსენებს:

"2011 წლის ოქტომბერში, ჩემი დაბადების დღე ახლოვდებოდა, როდესაც მისი პირველი ღია წერილი გამოქვეყნდა. როგორი გარემო იყო საქართველოში, ვფიქრობ, ყველას კარგად ახსოვს - სრული უიმედობის პერიოდი.

სადღაც ერთ კვირაში მის ოფისში აღმოვჩნდი. მახსოვს, თავად შემოვიდა ჩვენ ოთახში, გამეცნო და წარმატებები მისურვა. მაშინ პირველად ვნახე ფიზიკურად ადამიანი, რომლის შესახებ აბსოლუტურად არაფერი ვიცოდი, გარდა იმისა, რომ მან გააჩინა იმედი საზოგადოებაში. მეორე დღეს, როდესაც ყავის დასალევად სამზარეულოს ვეძებდი დაბნეული, კიდევ უფრო დავიბენი მასთან მოულოდნელი შეჩეხებით: - მანანა, ხომ არ დაგეხმარო? სახელი რომ იმთავითვე დაიმახსოვრა, ჩემთვის მაშინ ეს სასიამოვნო სიახლე იყო.

ყველა უხერხულობა უცებ მომიხსნა და ყავის ჩამოსხმაშიც მომეხმარა. მთავარი წარმოდგენა, რაც მასზე შემექმნა და ბოლომდე დამრჩა, არის მისი საოცარი თავმდაბლობა და გულწრფელობა ურთიერთობაში. მინახავს, როგორ წმენდდა ეზოს მუშებთან ერთად თოვლისგან, როგორი ადამიანური და უშუალოა ურთიერთობაში ნებისმიერთან, მიუხედავად მისი სოციალური სტატუსისა თუ მდგომარეობის.

ძალიან საინტერესო, რთულ და ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პერიოდში გავიცანი და ვნახე როგორ გაიარა ყველა ნაბიჯი საოცარი სიმშვიდით, თავდაჯერებით და, რაც მთავარია, სიმართლით (ეს მაშინ, როდესაც მისი ოჯახის უსაფრთხოება და სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა).

ის არც ტიპიური პოლიტიკოსია და არც ტიპიური ჩინოვნიკი, არასდროს გაურბის უხერხულ კითხვებს და პრობლემებს. ამიტომ, მისი პრესკონფერენციები, რომელსაც ქართული და უცხოური მედია სრული შემადგენლობით ესწრებოდა, გრძელდებოდა 3-4 საათი, ვიდრე ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი არ გაეცემოდა.

მე პირადად ძალიან მწყდება გული, პოლიტიკაში მისი მონაწილეობა რომ დასრულდა, რადგან ასეთი ძლიერი და საინტერესო პიროვნება პოლიტიკაში იშვიათია. დანარჩენს დრო გვიჩვენებს... პ.ს.შეგნებულად არ ვეხები მის ქველმოქმედებას, ამაზე კიდევ ბევრს გავიგებთ და ვნახავთ ყველა ერთად" - წერს თოქმაჯიშვილი.

"ინგლისში, ეს ტაძარი ვაქცინაციის მთავარი ლოკაციაა... ღმერთო, ღმერთო! ეს ხმა ტკბილი, გამაგონე ჩემს მამულში!" - ბიძინა კულუმბეგოვის პოსტი და მწვავე გამოხმაურება კომენტარებში

ნინო გიორგობიანი მედიას - "მადლობა, რომ გაითვალისწინეთ ჩვენი თხოვნა და არ გააშუქეთ მძევლების აყვანის თემა, სანამ საფრთხემ არ ჩაიარა"

"რა უქენი ბაღანას?.. ახლა უფრო ნათელია მსგავსება" - ნიკა მელიას ვაჟი მამის ასლია