ავტორი:

"არსებობს შიში და ეჭვი, რომ ერთმანეთში დაიწყონ ურთიერთობის გარკვევა" - რა ხიფათს ხედავს ივანიშვილი გუნდში და ჩაერია თუ არა მთავრობის ფორმირებაში?

"არსებობს შიში და ეჭვი, რომ ერთმანეთში დაიწყონ ურთიერთობის გარკვევა" - რა ხიფათს ხედავს ივანიშვილი გუნდში და ჩაერია თუ არა მთავრობის ფორმირებაში?

ბიძინა ივანიშვილის თქმით, არსებობს შიში და ეჭვი იმისა, რომ "ლიდერის წასვლის შემდეგ გუნდში ერთმანეთში ურთიერთობის გარკვევა დაიწყონ".

ამის შესახებ მან "საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

"გუნდი ძალიან მეგობრულია, თუმცა იმის შიში და ეჭვიც არსებობს, რომ ერთმანეთში არ დაიწყონ ურთიერთობის გარკვევა. ეს ერთ-ერთი ხიფათია, რაც ახლავს გუნდს, ლიდერის გარეშე. ამაზე გპასუხობთ, რომ იქ შეუძლიათ უჩემოდაც გამოიმუშაონ საღი აზრი. ამას თვეების განმვლობაში ვაჩვევდი. მხოლოდ კრიტიკულ სიტუაციებში ვერეოდი" - განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, ასევე არ ჩარეულა არჩევნების შემდეგ მთავრობის შემადგენლობის შერჩევაში. როგორც ივანიშვილმა განაცხადა, გიორგი გახარიამ მოინდომა, რომ გუნდი იგივე შემადგენლობით დარჩენილიყო.

"მშვენივრად მართავდა მთავრობის მეთაური, შერჩეულ მინისტრებთან ერთად ყველაფერს. ბევრს უკვირს, რატომ არ შეცვალეს მინისტრებიო და ესეც კარგია, რომ უკვე მთელი გუნდი დარჩა მთავრობაში, არჩევნების შემდგომ... ეს პრემიერმა არ ისურვა, ვიღაცეებს ილუზიები აქვთ, რომ ივანიშვილმა მოახვია თავს თავისი აზრიო, მაგრამ არ იყო ასე, ხო არ დავიფიცებ.

რამდენჯერმე დავუსვი კითხვა გიორგის, თუ ვის შეცვლას აპირებდა. ჰქონდა რაღაც კითხვები, რაც საჯაროდ არ ითქმის, ჰქონდა რაღაც გეგმები, რაზეც ჰქონდა თავისუფლება. ბოლოს ხელს რომ ვაწერდი მის წარდგენაზე, მითხრა, არავის შევცვლი, მე მომწონს ეს გუნდიო.

გუნდი არ საჭიროებს გამოცვლას, გამოცდილები და მომართულები არიან. როდესაც კაცს პრეტენზია გაქვს, რომ დაურეკო და რამე გაუსწორო, მაშინ შენ პრეტენზია უნდა გქონდეს, რომ შენ ხარ ბოლო ჭეშმარიტება. მე ჩემს თავს ამის უფლებას არ მივცემ. ვფიქრობ, თავადაც დაიცავენ ამ წესებს, რაზეც შევთანხმდით" - აღნიშნა ივანიშვილმა.

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"

"პაციენტების ნაწილი კლინიკიდან გაწერის შემდეგ, კოვიდ-19-ის შემდგომი გართულებების გამო, საავადმყოფოებს განმეორებით საქართველოშიც მიმართავს" - გამყრელიძე

"ნავალნი არის ჩვეულებრივი რუსი ნაციონალისტი" - თორნიკე შარაშენიძე