ავტორი:

"ყველა გახარებულია, რადგან მისი გამოჯანმრთელების იმედი გაგვიჩნდა" - რას ამბობს ნუგზარ კვაშალი თემურ წილკაურის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

"ყველა გახარებულია, რადგან მისი გამოჯანმრთელების იმედი გაგვიჩნდა" - რას ამბობს ნუგზარ კვაშალი თემურ წილკაურის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

მომღერალ თემურ წიკლაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა მცირედით გაუმჯობესდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მომღერალმა ნუგზარ კვაშალმა განუცხადა, წიკლაურის მკურნალობაში, ონლაინ რეჟიმში, გერმანელი პროფესორები არიან ჩართული და მათი შეფასებით, პროცესი სწორი მიმართულებით მიმდინარეობს.

„პატარა პროცენტით ცვლილებები უკეთესობისკენ არის. ამ კრიზისის დროს უარესობისკენ არ ყოფილა ძვრა, რაც იმის მომასწავებელია, რომ ექიმებს და ჩვენც იმედის ნაპერწკალი გაგვიჩნდა. სტაბილურად მძიმე მდგომარეობაშია, მაგრამ ძვრა უკვე არის. ყველა გახარებულია, რადგან მისი გამოჯანმრთელების იმედი გაგვიჩნდა. მართვით სუნთქვაზე ალბათ, მინიმუმ 3 კვირა კიდევ იქნება. თემურ წიკლაურს გერმანიაში მეგობრები ჰყავს. ონლაინ რეჟიმში არიან ჩართულები გერმანელი პროფესორები და ძალიან კმაყოფილები არიან. ისინიც ადასტურებენ, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება არის და მკურნალობა სწორი მიმართულებით მიმდინარეობს“, - აცხადებს კვაშალი.

ცნობილი ქართველი მომღერალი თემურ წიკლაური თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალშია მოთავსებული. თემურ წიკლაურს კორონავირუსი დაუდასტურდა, მდგომარეობის გართულების შემდეგ კი, ის სტაციონარში გადაიყვანეს.

"ნაციონალურმა მოძრაობამ" რომ დაინახა ბატონმა გრიგოლმა მიატოვა, ახლა გაახსენდათ ანანიაშვილი და რუსულ ბალეტი" - დავით ოქიტაშვილი

"არ მიღირდა თითქმის განახევრებულ ხელფასზე მუშაობა" - რატომ დატოვეს "ტვ პირველი" ირინა ონაშვილმა, ესმა კუნჭულიამ და რატი დურგლიშვილმა

"ქუჩის თეატრს" დახმარება სჭირდება - "შენობაში გაჩენილმა ხანძარმა ყველა რეკვიზიტი და კოსტიუმი დაგვიწვა"