ავტორი:

"ასე გაგრძელება შეუძლებელია... მალე ყველაფერი უნდა გაიხსნას!" - რას წერს მომღერალი ლაშა ღლონტი "ფეისბუქში"

"ასე გაგრძელება შეუძლებელია... მალე ყველაფერი უნდა გაიხსნას!" - რას წერს მომღერალი ლაშა ღლონტი "ფეისბუქში"

მომღერალი ლაშა ღლონტი პანდემიის გამო საქართველოში დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების აუცილებლობაზე საუბრობს. როგორც მომღერალი "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს, თანდათანობით, რეკომენდაციების მკაცრი დაცვით, ყველაფერი უნდა გაიხსნას.

"ჩემო ძვირფასებო, ჩემი მოკრძალებული აზრით, უკვე მალე თანდათანობით, რეკომენდაციების მკაცრი დაცვით, ყველაფერი უნდა გაიხსნას. მაგალითად, რესტორნები და კაფეები მკაცრად უნდა გაკონტროლდეს და 40-50%-ით დაიტვირთოს მხოლოდ.

მე მქონდა პაწაწინა კაფე, სადაც შევამცირეთ და მოვაწესრიგეთ სკამების, მაგიდების რაოდენობა, წყობა და მოსახლეობა სიამოვნებით დადიოდა სრული რეკომენდაციების დაცვით, სადილობდა და მიდიოდა სახლში ყოველგვარი პრობლემის გარეშე. დასაქმებული გვყავდა 15 ადამიანი.

ხომ გახსნეს მოლები და ძალიან კარგადაც მუშაობდნენ ბოლოს, წესრიგს იცავდა ყველა ხალხიც და ადმინისტრაციაც. მოსახლეობამაც უნდა გავიგოთ, რომ ასე გაგრძელება შეუძლებელია. ძალიან მარტივია: დისტანცია, პირბადე, ხელების დაბანა. მინიმუმ 1 წელი მაინც ამ რეკომენდაციებს ვერ ავცდებით და ჯობია ყველამ მოვინდომოთ, ისევ ჩვენთვის.

ყველაფერი თანდათან დალაგდება და კორონაც მიილევა. გისურვებთ ბედნიერ 2021 წელს ეს წელი ყოფილიყოს კორონას დამარცხების წელი", - წერს ლაშა ღლონტი.

პოსტის კომენტარებში მეგობრების უმრავლესობა ეთანხმება მომღერლის მოსაზრებას, თუმცა ნაწილი ეჭვს გამოთქვამს, რომ მოსახლეობა რეგულაციების სრულყოფილად დაცვას ვერ შეძლებს.

"ისტორიული ქველმოქმედების მეფე პოლიტიკიდან წავიდა... ზუსტად 12 წლის შემდეგ, მეც მივდივარ პოლიტიკური ველიდან" - რას წერს ლუკა კურტანიძე

"ინგლისში, ეს ტაძარი ვაქცინაციის მთავარი ლოკაციაა... ღმერთო, ღმერთო! ეს ხმა ტკბილი, გამაგონე ჩემს მამულში!" - ბიძინა კულუმბეგოვის პოსტი და მწვავე გამოხმაურება კომენტარებში

ნინო გიორგობიანი მედიას - "მადლობა, რომ გაითვალისწინეთ ჩვენი თხოვნა და არ გააშუქეთ მძევლების აყვანის თემა, სანამ საფრთხემ არ ჩაიარა"