ავტორი:

"სიგნალი მაქვს პედიატრებისგან, რომ "კავასაკის სინდრომის" მსგავს სიმპტომთა კომპლექსი რამდენიმე ავადმყოფში ნახეს" - ცერცვაძე

"სიგნალი მაქვს პედიატრებისგან, რომ "კავასაკის სინდრომის" მსგავს სიმპტომთა კომპლექსი რამდენიმე ავადმყოფში ნახეს" - ცერცვაძე

სიგნალი მაქვს პედიატრებისგან, რომ მათ "კავასაკის სინდრომის" მსგავს სიმპტომათა კომპლექსი რამდენიმე ავადმყოფში ნახეს, ოღონდ არა კოვიდიანში და თითქოს, ზოგიერთს კოვიდი უკვე გადატანილი ჰქონდა, - აღნიშნულის თაობაზე დღეს ჟურნალისტებს ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განუცხადა.

ამასთან, ცერცვაძის ინფორმაციით, მწვავე კოვიდის დროს "კავასაკის სინდრომი" ბავშვებში არ გამოვლენილა.

"რამდენად არის ეს დაკავშირებული კოვიდის გადატანასთან თუ პაციენტს კოვიდის გარეშე დაემართა, არ ვიცი. თვითონ აქტიურ კოვიდიან ავადმყოფებში “კავასაკის სინდრომი“ არ დაფიქსირებულა“, - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

სენაკში მამაკაცის სიცოცხლის გადასარჩენად ოჯახი მამა-პაპისეულ სახლს ყიდის - მათ საზოგადოების დახმარება ესაჭიროებათ

"COVID-19-ის საწინააღმდეგო ღონისძიებების ეფექტიანობის თაობაზე საქართველოს 183 ქვეყანას შორის მე-10-11 ადგილი უკავია"

რა ინფორმაცია აქვს თამარ გაბუნიას მულტიორგანული ანთების სინდრომით დაავადებულ ბავშვებზე - "მათ მკურნალობას სახელმწიფო დააფინანსებს"