ავტორი:

"ელიავას ხიდის ქვეშ დაბუდებული ხალხი რატომ არ მიდიან თავის სოფლებში?! როგორ შეიძლება, მთელი საქართველო თბილისში იყოს?" - ქეთი დოლიძე

"ელიავას ხიდის ქვეშ დაბუდებული ხალხი რატომ არ მიდიან თავის სოფლებში?! როგორ შეიძლება, მთელი საქართველო თბილისში იყოს?" - ქეთი დოლიძე

რეჟისორ ქეთი დოლიძის თქმით, უკმაყოფილოა იმ ფაქტით, რომ "მთელი საქართველო დედაქალაქში ჩამოვიდა".

აღნიშნულთან დაკავშირებით მან "ტვ პირველის" ეთერში ისაუბრა.

ის დაინტერესდა, რატომ არ ბრუნდება ხალხი სოფელში და რატომ არ ამუშავებენ მიწას.

"მე არ დავდივარ საერთოდ ელიავაზე, მაგრამ მაჩვენეთ, რა ხდება და რას აკეთებენ ელიავას ხიდის ქვეშ დაბუდებული ხალხი? რატომ არ მიდიან თავის სოფლებში? რატომ არ ამუშავებენ მიწას?

როგორ შეიძლება, რომ მთელი საქართველო თბილისში იყოს. როგორ შეიძლება, მთელი სოფელი ჩამოვიდა თბილისში. მათი მეოთხედი თუ ნახევარი ელიავას ხიდის ქვეშ დგას.

ეს არის წარმოუდგენელი და ეს არაფრით არ შეიძლება" - აღნიშნა ქეთი დოლიძემ.

პრინც იოანე და ქრისტინე ბაგრატიონებს ვაჟი შეეძინათ - რა დაარქვეს სამეფო ოჯახის ახალ წევრს? (ფოტო)

დათოვლილი ბათუმი - ულამაზესი ფოტოები აჭარიდან

"ჩემი შვილი გათხოვდა უკვე დიდი ხანია... რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ" - რას წერს ხათუნა ჟორდანია ქალიშვილისა და სიძის შესახებ?