ავტორი:

"არ შემიცვლია არაფერი, რაც რეალურად ვიცი, იმას ვამბობ" - რა თქვა შაქარაშვილის საქმის ე.წ. ოქროს მოწმემ სასამართლოში შესვლამდე

"არ შემიცვლია არაფერი, რაც რეალურად ვიცი, იმას ვამბობ" - რა თქვა შაქარაშვილის საქმის ე.წ. ოქროს მოწმემ სასამართლოში შესვლამდე

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ე.წ. ოქროს მოწმის, დაზარალებულის სტატუსის მქონე იაკობ ბრეგვაძის განცხადებით, მას ჩვენება არ შეუცვლია. აღნიშნულის შესახებ ბრეგვაძემ ჟურნალისტებს სასამართლოში განუცხადა, სადაც ის მოწმის სახით უნდა დაიკითხოს.

„არ შემიცვლია არაფერი, არ ვცვლი არაფერს. რაც რეალურად ვიცი, იმას ვამბობ“, - განაცხადა ბრეგვაძემ.

კითხვაზე, დაასახელა თუ არა მან კონკრეტული პირები, რომლებიც ბრალდებულები არიან, უპასუხა, რომ „არა, ვისაც არ იცნობს, იმას როგორ დაასახელებს“.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 5 პირს ძალადობას, ძალადობის ორგანიზებას, მაშსი მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან.

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 5 სრულწლოვნის სასამართლო პროცესი დღეს, ე.წ. ოქროს მოწმის, დაზარალებულის სტატუსის მქონე ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის დაკითხვით განახლდება.

აღნიშნულ საქმეზე იაკობ ბრეგვაძის დაკითხვა თბილისის საქალაქო სასამართლოში გასულ სხდომაზე დაიწყო, თუმცა, ადვოკატების მოთხოვნით, პროცესი გადაიდო.

როგორც უფლებადამცველები აცხადებენ, იაკობ ბრეგვაძემ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებებიდან სასამართლოში რადიკალურად განსხვავებული ჩვენება მისცა. არსებული ინფორმაციით, დახურულ სხდომაზე იაკობ ბრეგვაძემ ბრალდებულების მამხილებელი ჩვენება მისცა და ისაუბრა იმ გარემოებებზე, რაზეც აქამდე არცერთ ჩვენებაში უსაბრია.

ბაჩო ახალაია ციხეს პატიმრობის ვადის ამოწურვიდან 4 თვის შემდეგ დატოვებს - რას აცხადებს მისი მეუღლე ანი ნადარეიშვილი?

გორში "ნაციონალური მოძრაობის" ოფისის დაზიანების ფაქტზე მე-4 პირი დააკავეს

გორში, "ნაციონალური მოძრაობის" ოფისის დაზიანების ფაქტზე მესამე პირი დააკავეს