ავტორი:

რა აღმოაჩინეს არქეოლოგებმა ინდონეზიის უძველეს გამოქვაბულში - "ყოველივე 45 ათასი წლის წინანდელი ადამიანების განვითარებაზე მიუთითებს“

რა აღმოაჩინეს არქეოლოგებმა ინდონეზიის უძველეს გამოქვაბულში - "ყოველივე 45 ათასი წლის წინანდელი ადამიანების განვითარებაზე მიუთითებს“

არქეოლოგებმა ინდონეზიაში, მსოფლიოში ცნობილ ყველაზე ძველ გამოქვაბულში ნახატი აღმოაჩინეს - გამოქვაბულის კედელზე გარეული ღორი აღმოჩნდა დახატული. მეცნიერთა განმარტებით, ეს ნახატი 45 500 წლის წინ უნდა იყოს შესრულებული. მის შესაქმნელად კი მუქი წითელი ფერის საღებავია გამოყენებული.

ნახატი ნაპოვნია სულავესის კუნძულზე არსებულ გამოქვაბულში და წარმოადგენს აღნიშნულ რეგიონში ადამიანთა დასახლებისა და მათი განვითარების შესახებ მტკიცებულებას.

"ადამიანები, რომლებმაც ეს შექმნეს, სრულად თანამედროვე ხასიათის იყვნენ, ჩვენნაირები იყვნენ, მათ ჰქონდათ ყველა შესაძლებლობა და იარაღი ნებისმიერი ნახატის შესასრულებლად“, - ამბობს კვლევის თანაავტორი, მაქსიმ აუბერტი.

მკვლევარმა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით დაადგინა, რომ ის დაახლოებით 45 ათასი წლის წინ უნდა იყოს შესრულებული. თუმცა ამავდროულად, აღნიშნავენ, რომ ეს არ არის ზუსტი მონაცემები და შესაძლოა, კიდევ უფრო ძველ ნამუშევართანაც ჰქონდეთ საქმე. მეცნიერები არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა, ის მსოფლიოს ყველაზე ძველი ხელოვნების ნიმუშიც კი აღმოჩნდეს.

თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით დამუშავების შედეგად, კედელზე სხვა ნახატების არსებობაც დადასტურდა

ნახატის ზომა 156 სმ 54 სმ-ზეა. ასევე გამოქვაბულის კედელზე შეინიშნება სხვა, დროისგან უკვე წაშლილი ნახატების ფრაგმენტები და მეცნიერები მიიჩნევენ, რომ სხვა ნახატებზეც რამდენიმე ღორი უნდა ყოფილიყო გამოსახული.

ცნობისთვის, ამ დროისთვის მსოფლიოს ყველაზე ძველ ნახატად სამხრეთ აფრიკაში აღმოჩენილი ნამუშევარი ითვლება, რომელიც 73 ათასი წლის წინაა შესრულებული.

წყარო: BBC.com

"ალექსეი ნავალნი სინდისის პატიმარია" -  როგორ ეხმაურება მსოფლიო რუსი ოპოზიციონერის დაკავებას?

ცრემლსადენი გაზი, ხელკეტები და შეტაკება უსაფრთხოების ძალებთან - აშშ-ისკენ ჰონდურასიდან მიმავალ ათასობით მიგრანტს გვატემალაში გზა გადაუკეტეს

ალექსეი ნავალნი აეროპორტში დააკავეს