ავტორი:

"მგონი, დროა უკვე შევიდეს პარლამენტში, ყველა დავიღალეთ!" - ხატია დეკანოიძე ალეკო ელისაშვილზე

"მგონი, დროა უკვე შევიდეს პარლამენტში, ყველა დავიღალეთ!" - ხატია დეკანოიძე ალეკო ელისაშვილზე

შევიდეს, შევიდეს! დავიღალეთ ყველა უკვე, - ასე პასუხობს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე პარტია „მოქალაქეების“ ლიდერს ალეკო ელისაშვილს, რომელიც აცხადებს, რომ პარლამენტში მისი პარტია სულ რომ მარტო შევიდეს, შევა, რადგან „მართლა დაგვემხო ქვეყანა თავზე - გაბუტვისა და ზურგით დგომის დრო აღარ არის“.

როგორც დეკანოიძე ამბობს, მუქარით ამომრჩეველიც დაიღალა.

„სევდიანი ისტორია მეჩვენება ალეკოსთვის, რომ „ქართული ოცნების“ პარლამენტში უნდა შევიდეს და უკაცრავად ამ უხეში სიტყვისთვის „გააპრავოს“ „ქართული ოცნება“ და გაყალბებული არჩევნები; მაგრამ მგონი, დროა უკვე შევიდეს იმიტომ, რომ მართლა დაიღალა ამ მუქარით ამომრჩეველიც. შევიდეს, თუ ფიქრობს, რომ უნდა შევიდეს! მე არ მემეტება არცერთი ოპოზიციონერი დეპუტატი იმ პარლამენტში შესვლისთვის, მაგრამ რა გაეწყობა, მისი წარმოდგენა ემთხვევა კობახიძის წარმოდგენას“, - განაცხადა დეკანოიძემ.

ცნობისთვის, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა აღნიშნა: პარლამენტში სულ რომ მარტო შევიდეთ, მარტო შევალთ, რადგან მართლა დაგვემხო ქვეყანა თავზე - გაბუტვისა და ზურგით დგომის დრო აღარ არის.

ელისაშვილის აზრით, ქვეყანაში შექმნილი ვითარების ფონზე, ოპოზიციის პარლამენტს გარეთ ყოფნა ერთმნიშვნელოვნად უპასუხისმგებლობაა.

ამასთან, მან ხაზგასმით თქვა, რომ ოპოზიციამ “ქართულ ოცნებას“ ხელიდან უნდა გამოგლიჯოს ის, რაც მოსაგლეჯია, რაც არის საარჩევნო სისტემისა და საარჩევნო წესების ძირფესვიანად შეცვლა. ელისაშვილის შეფასებით, საარჩევნო სისტემისა და საარჩევნო წესების შეცვლის გარეშე, ვადამდელი არჩევნების ჩატარებას აზრი არა აქვს.

"განვიხილეთ სამიზნე, პრიორიტეტული ჯგუფები და ყველა ის ვაქცინა, რომლის გამოყენებაც მოხდება" - რაზე ისაუბრეს დღეს პრემიერთან სამედიცინო სფეროს სპეციალისტებმა

"ნათელაშვილის ეზოში შეკრებილი ზოგიერთი სუბიექტის განცხადება არ შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი პროცესის განვითარების საფუძველი" - ვოლსკი

ვინ შესთავაზა ვასილ მაღლაფერიძეს "ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრობა - "ძალიან საინტერესო ეტაპი იწყება"