ავტორი:

ჩოხატაურის მერიასთან სიტუაცია დაიძაბა - რას ამბობს ჩოხატაურის მერი ბუკნარში მომხდარ დაპირისპირებაზე

ჩოხატაურის მერიასთან სიტუაცია დაიძაბა - რას ამბობს ჩოხატაურის მერი ბუკნარში მომხდარ დაპირისპირებაზე

ჩოხატაურის მერიასთან მიმდინარე აქციაზე სიტუაცია დაიძაბა. მუსლიმი თემის წარმომადგენლები მერიაში შესვლას ცდილობენ, თუმცა ადგილზე მობილიზებული პოლიცია მათ ამის საშუალებას არ აძლევს.

„შეგვიშვან, ან გამოვიდეს ვინმე და დაგველაპარაკოს“, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

მათი მტკიცებით, გუშინ გამართულ შეხვედრაზე შეთანხმება არ მომხდარა.

ცოტა ხნის წინ, აქციაზე, მუსლიმი თემის წარმომადგენელმა ყურანი და ბიბლია მიიტანა. როგორც მან აღნიშნა, რელიგიებს შორის დაპირისპირება სირცხვილია.

"ყველაფერი უნდა გადაწყდეს მოლაპარაკებით", - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ჩოხატაურის მერმა ირაკლი კუჭავამ განუცხადა, რითაც ბუკნარში შექმნილ ვითარებას გამოეხმაურა. მისი თქმით, გუშინ გამართული შეხვედრის მონაწილეებს უნდობლობა არ გამოუხატავთ.

„ვინც შეხვედრას ესწრებოდა, მათ უნდობლობა არ გამოუხატავთ. ყველაფერი უნდა გადაწყდეს მოლაპარაკების გზით, ამისთვის ყველა რესურსი იქნება გამოყენებული,“ - აღნიშნა ირაკლი კუჭავამ.

გაიმართება თუ არა დღეს მორიგი შეხვედრა მხარეებს შორის, ჯერ უცნობია.

ცნობისთვის, მუსლიმი თემის წარმომადგენლები ითხოვენ, რომ მუსლიმურ სამლოცველოში ლოცვის საშუალება ჰქონდეთ. აღნიშნულს ადგილობრივი ქრისტიანული მოსახლეობა ეწინააღმდეგება. სოფელ ბუკნარში ქრისტიანული და მუსლიმი თემის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება ერთ-ერთ სახლში არსებულ სალოცავს უკავშირდება. გუშინ, ჩოხატაურის მერიაში ადგილობრივი ხელისუფლების, სოფელ ბუკნარის ქრისტიანული და მუსლიმური თემის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა, თუმცა აღნიშნული შეხვედრას მუსლიმი თემის წარმომადგენლები „არადამაჯერებელს“ უწოდებენ.

"ოლიგარქი, რომელიც ტრამპის გამოძახილია, ამბობს, რომ პოლიტიკიდან მიდის... ბევრს მისი არ სჯერა" - რას წერს Washington Post-ი ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლაზე?

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"მოვუწოდებთ ყველა პარტიას, დაიკავონ პარლამენტში მათ მიერ მოპოვებული ადგილები" - რა წერია საქართველოზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ანგარიშში?