ავტორი:

წულუკიანი, ნაცვლიშვილი, ტიკარაძე - კიდევ ვინ შეიძლება აღმოჩნდეს "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოში და უქმდება თუ არა გენმდივნის პოსტი, რომელსაც კალაძე იკავებს?

წულუკიანი, ნაცვლიშვილი, ტიკარაძე - კიდევ ვინ შეიძლება აღმოჩნდეს "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოში და უქმდება თუ არა გენმდივნის პოსტი, რომელსაც კალაძე იკავებს?

“ქართული ოცნება” პარტიის ყრილობისთვის ემზადება, რომელიც 16 იანვარს “ექსპოჯორჯიაში” გაიმართება. ყრილობაზე პარტია ახალ თავმჯდომარეს და მის მოადგილეს აირჩევს.

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან ოფიციალურად წასვლის შემდეგ, როგორც ცნობილია, მან თავის მემკვიდრედ, ანუ პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე დაასახელა. შესაბამისად, "ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა წარადგინა. ყრილობაზე პოლიტიკური საბჭოს განახლებულ შემადგენლობასაც დაამტკიცებენ. გავრცელებული ინფორმაციით, მოქმედი საბჭოს წევრებიდან განახლებულ პარტიულ ორგანოში აღარ იქნებიან: ირაკლი ტრიპოლსკი, დავით საგანელიძე და ილია ნაკაშიძე. რაც შეეხება სიახლეებს, იგეგმება, რომ საბჭოს რაოდენობა 21-მდე გაიზარდოს. ერთ-ერთი ვერსიით, საბჭოში ახალ წევრებად ვიხილავთ: მაკა ბოჭორიშვილს, ნიკოლოზ სამხარაძეს, კახა კუჭავას, შალვა პაპუაშვილს და თეა წულუკიანს. მინისტრებიდან, კი საბჭოში ეკატერინე ტიკარაძეს წარადგნენ.

ambebi.ge-ს ინფორმაციით, პოლიტსაბჭოს განახლებულ შემადგენლობაში ასევე იქნება პრემიერი გიორგი გახარია და არ არის გამორიცხული, საბჭოში ვიხილოთ გენპროკურორის ექსმოადგილე ლაშა ნაცვლიშვილიც. ასევე, სავარაუდოდ, ნიკოლოზ სამხარაძესთან ერთად, საბჭოში შეიძლება აღმოჩნდეს დიმიტრი სამხარაძეც. ერთ-ერთი ვერსიით, პარტიაში უქმდება გენმდივნის თანამდებობა, რომელიც ამ ეტაპზე კახა კალაძეს უკავია.

ამ ინფორმაციის გადამოწმება ვცადეთ პარტიის ერთ-ერთ ლიდერთან, პარლამენტის ვიცე-სპიკერ გია ვოლსკისთან.

- ბატონო გია, მართალია, რომ პარტიაში გენერალური მდივნის პოსტი უქმდება?

- (პაუზა) არა, არ უქმდება... მე თქვენი საინფორმაციო წყარო კი არ ვარ. თქვენ დაწერეთ, რა ინფორმაციაც გაქვთ - ასე და ასე ამბობენო. მე რატომ უნდა დაგიდასტუროთ? ყრილობა იქნება და ყველაფერს მაშინ გაიგებთ. მე არანაირი წყარო არ ვარ, არც - სანდო.

- პოლიტსაბჭოს განახლებულ შემადგენლობაზეც არაფერს გვეტყვით? - ვინ მიდის, ვინ ემატება?

- არა, არ ვიტყვი. ყრილობაზე გამოვა ირაკლი კობახიძე და იტყვის. ახლა ვრცელდება ინფორმაციები, რომლებიდანაც ზოგი ემთხვევა რეალობას, ზოგი - ცდება, მაგრამ არსებობს გუნდში ერთმანეთის მიმართ რაღაც პოლიტკორექტულობა, რომელსაც ძალიან ვიცავდი ყოველთვის, ახლაც და ახალგაზრდობაშიც.

- უბრალოდ, არ გვინდა გადაუმოწმებელი ინფორმაციის გაშვება და თქვენზე სანდოს ვის ვკითხავთ...

- თქვით რა, რომ არის ასეთი საუბარი, ვიღაცას დააინტერესებს და წაიკითხავს, ვიღაცას - არა. ისე, დაზუსტებული ინფორმაცია ვის აინტერესებს ამ ქვეყანაში? თქვენ დაუზუსტებელი და სკანდალური უნდა თქვათ, რომ წაიკითხონ. მერე ზოგი დაემთხვევა, ზოგიც - არა.

- ლაშა ნაცვლიშვილი მართლა მოიაზრება პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში?

- ამასთან დაკავშირებით პასუხი უკვე გაგეცით და არაა საკმარისი? დაელოდეთ ყრილობას.

"სალომე სამადაშვილმა და რომან გოცირიძემ ბათუმის ინციდენტთან დაკავშირებული შეფასებების გამო, ბოდიში უნდა მოიხადონ" - გიორგი ბარამიძე

ირაკლი ჩავლეიშვილისთვის ნაგვის დაყრის ფაქტზე დაკავებული ირაკლი ფანგანი გაათავისუფლეს - რა ინფორმაციას ავრცელებს პროკურატურა

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"