ავტორი:

"მიწევს საჯარო სივრციდან დისტანცირება... დაზიანებული ჯანმრთელობის რეაბილიტაცია გადაუდებელი გახდა" - რას წერს უსუფაშვილი?

"მიწევს საჯარო სივრციდან დისტანცირება... დაზიანებული ჯანმრთელობის რეაბილიტაცია გადაუდებელი გახდა" - რას წერს უსუფაშვილი?

"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის დავით უსუფაშვილის ინფორმაცით, გარკვეული დროით რეალური და ვირტუალური საჯარო სივრციდან დისტანცირება მოუწევს.

აღნიშნულთან დაკავშირებით უსუფაშვილი პოსტს "ფეისბუქზე" აქვეყნებს.

მისი თქმით, ამის მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობაა.

"მეგობრებო, გარკვეული ხნით რეალური და ვირტუალური საჯარო სივრციდან დისტანცირება მიწევს. საგანგაშო არაფერია, მაგრამ ცხოვრების არაადამიანური რეჟიმით დაზიანებული ჯანმრთელობის რეაბილიტაცია გადაუდებელი გახდა.

ბევრმა იცით, რომ ბოლო თვეებში სრული დატვირთვით მუშაობას ვეღარ ვახერხებდი. ვერც მძიმე პოლიტიკური კრიზისის თავიდან აცილებაში ვიაქტიურე სათანადოდ და ამით ბევრს იმედი გაგიცრუეთ.

ეს, და კიდევ 30 წლის განმავლობაში ქართული სახელმწიფოს ფეხზე ვერ დაყენებაში ჩემი წილი პასუხისმგებლობის განცდაა ის მთავარი სტიმულატორი, რომელიც მწყობრში მალე დაბრუნებას და საქმეში ბოლომდე დახარჯვას შემაძლებინებს. "ჩვენი მოწყენილი კარგი ქვეყნის" მალე გახარებას გისურვებთ! დათო" - წერს უსუფაშვილი.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

ირაკლი ღარიბაშვილსა და ჯანმო-ს დირექტორს შორის ვაქცინაციის თაობაზე სატელეფონო საუბარი გაიმართა - რა ინფორმაციას ავრცელებს მთავრობა?

"გამოკითხვის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეთა 70%-ს სურს, რომ დავბრუნდე" - მიხეილ სააკაშვილი