ავტორი:

კორონავირუსის ახალი სინდრომით საქართველოში ათეულობით ბავშვი მკურნალობს - "პრეპარატი დეფიციტშია, რამაც შეიძლება პრობლემის წინაშე დაგვაყენოს"

კორონავირუსის ახალი სინდრომით საქართველოში ათეულობით ბავშვი მკურნალობს - "პრეპარატი დეფიციტშია, რამაც შეიძლება პრობლემის წინაშე დაგვაყენოს"

კორონავირუსის ახალი სინდრომით, რომელსაც მულტისისტემური ანთების სინდრომს უწოდებენ, საქართველოში ათეულობით ბავშვი მკურნალობს. ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, ის არასრულწლოვნებში ვირუსის გადატანის შემდეგ ვითარდება და 4-6 კვირის შემდეგ ვლინდება, აზიანებს ყველა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოს, მაგალითად გულის პარკუჭებს, ფილტვებს, თირკმელებს.

როგორც "რუსთავი 2"-ის მიერ მომზადებული სიუჟეტიდან ირკვევა, აღნიშნული სინდრომით მხოლოდ იაშვილის კლინიკაში 42 ბავშვი მკურნალობს. კლინიკის პედიატრი ამბობს, რომ ამ მხრივ მომართვიანობა გაზრდილია, თუმცა ლეტალური შედეგი არ დამდგარა.

"მნიშვნელოვანია ადრეული დიაგნოსტირება, რათა გართულება არ მოხდეს. მკურნალობას რაც შეეხება, მკაცრად შემუშავებული სქემაა, რომლითაც მკურნალობა ხდება. ასეთი ბავშვები სხვადასხვა განყოფილებაში ხვდებიან, გააჩნია სიმძიმეს" - ამბობს იაშვილის კლინიკის პედიატრი გვანცა ჯაჯანიძე.

პრეპარატი, რომელსაც მედიკოსები მულტისისტემური ანთების წინააღმდეგ იყენებენ იმუნოგლობულინია და ის საქართველოში დეფიციტშია. ბიძინა კულუმბეგოვი სახელმწიფოს მისი დროულად შესყიდვისკენ მოუწოდებს.

"ამ მედიკამენტის დეფიციტია და ამან შეიძლება სერიოზული პრობლემის წინაშე დაგვაყენოს. ეს არის სასწრაფოდ მოსაგვარებელი საკითხი. სახელმწიფომ უნდა გააკეთოს მისი შესყიდვა, ძვირი სიამოვნებაა. საშუალო წონის ბავშვს კილოგრამ წონაზე 8-9 ათასი ლარის იმუნოგლობულინი სჭირდება" - ამბობს კულუმბეგოვი.

კორონავირუსით ინფიცირებული რამდენი მძიმე პაციენტია საქართველოში და რამდენი იმყოფება ხელოვნური სუნთქვის აპარატზე

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 780 ახალი შემთხვევაა, გარდაიცვალა 17 ადამიანი - როგორია მაჩვენებლები რეგიონების მიხედვით

"თქვენ გჭირდებათ აპოკალიფსი, რომ მოსახლეობა აამხედროთ ქვეყნის ხელმძღვანელობის და ექიმების წინააღმდეგ" - თენგიზ ცერცვაძე სერგო ჩიხლაძეს