ავტორი:

თალიბანის ლიდერი პატარძლების ყიდვისა და მრავალცოლიანობის წინააღმდეგ გამოდის - "საცოლის ფასის გამო, კორუფციულ გარიგებებში ერთვებიან"

თალიბანის ლიდერი პატარძლების ყიდვისა და მრავალცოლიანობის წინააღმდეგ გამოდის - "საცოლის ფასის გამო, კორუფციულ გარიგებებში ერთვებიან"

ავღანეთში თალიბანის ლიდერმა გამოსცა ბრძანება, რომელშიც დაჯგუფების ლიდერებსა და მეთაურებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ მრავალცოლიანობისგან. ამის შესახებ BBC წერს.

მრავალცოლიანობა ავღანეთში, პაკისტანსა და ზოგიერთ სხვა მუსულმანურ ქვეყანაში კვლავ ლეგალურია. ხოლო მიზეზი, რის გამოც თალიბანის ლიდერმა მრავალცოლიანობის წინააღმდეგ ზომების გატარება გადაწყვიტა, ქორწინებასთან და პატარძლის ფასთან დაკავშირებული ხარჯებია.

საუბარია საქორწინო ცერემონიისთვის საჭირო ფულზე და ასევე პატარძლის ფასზე. საყოველთაოდ ცნობილია, რომ არსებობს საცოლის ღირებულება, რომელსაც პატარძლის ოჯახს სასიძოს ოჯახი უხდის. ეს მიღებული პრაქტიკაა ავღანეთში პუშტუნის ტომში და ასევე პაკისტანში.

თალიბანის ერთ-ერთი ლიდერი, რომელსაც სამი ცოლი ჰყავს

აღსანიშნავია, რომ თალიბანის ლიდერების უმეტესობას ერთ ცოლზე მეტი ჰყავს. როგორც დაჯგუფებასთან დაკავშირებული წყაროები ყვებიან, ქორწინებისთვის საჭირო და პატარძლის ოჯახისთვის გადასახდელად საჭირო თანხის გამო, ხშირად ლიდერები არალეგალურ გზებს მიმართავენ და კორუფციულ გარიგებაში ერთვებიან. მკაცრი ზომებიც სწორედ ამიტომ მიიღეს.

  • რა წერია განკარგულებაში?

განკარგულება გამოსცა ავღანელი თალიბების ლიდერმა მულა ჰიბალულამ, ის ოფიციალურად არ კრძალავს მეორე, მესამე, ან მეოთხე ცოლის შერთვას, მაგრამ იძლევა გაფრთხილებას და აღნიშნულია, რომ თანხა, რომელიც ქორწილისთვის იქნება დახარჯული, შესაძლოა, თალიბანის ოპონენტთა მხრიდან კრიტიკის მიზეზი გახდეს.

"თუ ყველა ლიდერი თავს აარიდებს მრავალცოლიანობას, მათ აღარ დასჭირდებათ არალეგალურ და კორუფციულ გარიგებებში ჩართვა“, - ნათქვამია განკარგულებაში.

დადგენილება ითვალისწინებს გამონაკლისებს იმ კაცებისთვის, რომლებსაც არ გაუჩნდათ შვილი ერთ ცოლთან, ან არ ჰყავთ ვაჟი. განკარგულებაში ნათქვამია, რომ მეორე, მესამე, ან მეოთხე ცოლის მოყვანის მსურველმა კაცმა, უშუალო უფროსის ნებართვა უნდა მიიღოს, სანამ მორიგ ქორწინებას გადაწყვეტს.

ალექსეი ნავალნი აეროპორტში დააკავეს

მოსკოვი ნავალნის მოლოდინში - დაკავებები, ლითონის ბარიკადები და მობილიზებული სპეცრაზმი: რა ხდება ვნუკოვოს აეროპორტში

თურქეთის სანაპიროსთან, შავ ზღვაში ჩაძირული გემი პალაუს დროშის ქვეშ ცურავდა - ის საქართველოდან ბულგარეთისკენ მიემართებოდა