ავტორი:

"COVID-19-ის საწინააღმდეგო ღონისძიებების ეფექტიანობის თაობაზე საქართველოს 183 ქვეყანას შორის მე-10-11 ადგილი უკავია"

"COVID-19-ის საწინააღმდეგო ღონისძიებების ეფექტიანობის თაობაზე საქართველოს 183 ქვეყანას შორის მე-10-11 ადგილი უკავია"

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, COVID-19-ის საწინააღმდეგო სამთავრობო საპასუხო ღონისძიებების ეფექტიანობის თაობაზე მონაცემების თანახმად, საქართველოს 183 ქვეყანას შორის მე-10-11 ადგილი უკავია.

შესაბამის განცხადებას ცერცვაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„საქართველოს COVID-19-ის საწინააღმდეგო ღონისძიებების ეფექტიანობის კიდევ ერთი აღიარება.

ინგლისის ოქსფორდის უნივერსიტეტი ყოველდღიურად აქვეყნებს განახლებულ მონაცემებს - ქვეყნების რეიტინგს COVID-19-ის საწინააღმდეგო სამთავრობო საპასუხო ღონისძიებების ეფექტიანობის თაობაზე.

შეფასება კომპლექსურია და ეფუძნება სულ 19 ინდიკატორს, რომლებიც შეიძლება დაჯგუფდეს სამთავრობო პოლიტიკის ინდიკატორებად, ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის ინდიკატორებად (მათ შორის მოქალაქეთა შემოსავლებზე ზრუნვა და სხვ.) და უშუალოდ ჯანდაცვის სისტემის პოლიტიკის ინდიკატორებად (ტესტირება, პაციენტთა ნაკადების მართვა, ვაქცინაცია და სხვ.).

ა.წ. 15 იანვრის მდგომარეობით საქართველოს 183 ქვეყანას შორის უკავია უაღრესად საპატიო მე-10-11 ადგილი (საბერძნეთთან ერთად) და ევროპის და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებიდან ჩვენზე წინ არიან მხოლოდ გერმანია, ირლანდია და იტალია“ , - წერს ცერცვაძე „ფეისბუქზე“ და შესაბამის ბმულს უთითებს.

როგორ გამოიყურება ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის ძვირადღირებული გარდერობი - ნუნუკა თამაზაშვილის დრესკოდი

სენაკში მამაკაცის სიცოცხლის გადასარჩენად ოჯახი მამა-პაპისეულ სახლს ყიდის - მათ საზოგადოების დახმარება ესაჭიროებათ

რა ინფორმაცია აქვს თამარ გაბუნიას მულტიორგანული ანთების სინდრომით დაავადებულ ბავშვებზე - "მათ მკურნალობას სახელმწიფო დააფინანსებს"