ავტორი:

FBI: ჯო ბაიდენის ინაუგურაციასთან დაკავშირებით შესაძლოა შეიარაღებული დაპირისპირება მოხდეს - აშშ-ში დაცვის უპრეცენდენტო ზომებს იღებენ

FBI: ჯო ბაიდენის ინაუგურაციასთან დაკავშირებით შესაძლოა შეიარაღებული დაპირისპირება მოხდეს - აშშ-ში დაცვის უპრეცენდენტო ზომებს იღებენ

ჯო ბაიდენის ინაუგურაციასთან დაკავშირებით აშშ-ის 50-ვე შტატში შესაძლოა შეიარაღებული დაპირისპირება მოხდეს - ამ ინფორმაციას გამოძიების ფედერალური ბიურო ავრცელებს.

მათი თქმით, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები მთელი ქვეყნის მასშტაბით შეეცდებიან არეულობა მოაწყონ, რის გამო 20 იანვარს პრეზიდენტის ინაუგურაციის დაწყებამდე ვაშინგტონში ქუჩების უმეტესობა დაიკეტება.

იქამდე კი ცნობილი გახდა, რომ დააკავეს პირი, რომელსაც ინაუგურაციაზე დასასწრები ყალბი აკრედიტაცია, იარაღი და 500 ვაზნა აღმოაჩნდა.

გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული პირი ინაუგურაციაზე თავდასხმის მოწყობას გეგმავდა.

BBC-ის ინფორმაციით, უსაფრთხოების ზომები აშშ-ის მთელ ტერიტორიაზე გაამკაცრეს. ვაშინგტონის ცენტრალური ნაწილი უკვე ბლოკირებულია. დედაქალაქში მართლწესრიგს ეროვნული გვარდიის ათასობით ჯარისკაცი დაიცავს. კაპიტოლიუმამდე მისასვლელი ზოგიერთი ქუჩა რამდენიმე კილომეტრის მანძილზე გადაკეტილია. ეროვნული სავაჭრო ცენტრი, რომელიც, როგორც წესი, ხალხით არის ხოლმე სავსე, პრეზიდენტის დაცვაზე პასუხისმგებელი სპეცსამსახურების თხოვნით დაიკეტა.

ბაიდენის გუნდმა ამერიკელებს მოუწოდა, თავი აარიდონ დედაქალაქში ინაუგურაციის გამო წასვლას.

ხელისუფლება კვირას მასობრივ აქციებს ელოდება მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელებში გავრცელდა ტრამპის მომხრეთა ულტრამემარჯვენე ჯგუფების მოწოდებები შეიარაღებულ დემონსტრაციებთან დაკავშირებით.

ყველა შტატის დედაქალაქებში სამთავრობო შენობების დასაცავად განსაკუთრებული ზომებია მიღებული.

"სტუმრად პუტინთან" - სკანდალური გამოძიება და რუსეთის პრეზიდენტის გასაიდუმლოებული, ზღაპრული სასახლის ფოტოები

"ბაიდენი ემიგრანტებს აშშ-ის მოქალაქეობის მისაღებად 8-წლიან პერიოდს შესთავაზებს" - რას გულისხმობს აშშ-ის ახალი პრეზიდენტის საიმიგრაციო კანონპროექტი

"ქარწაღებული პრეზიდენტი", ქაოსი, კრიტიკა და უჩვეულო ჩვევები - ტრამპის ოთხწლიანი მმართველობის ყველაზე ხმაურიანი ეპიზოდები