ავტორი:

მიგრანტების ქარავანი - ჰონდურასიდან აშშ-ისკენ ათასობით ადამიანი მიემართება

მიგრანტების ქარავანი - ჰონდურასიდან აშშ-ისკენ ათასობით ადამიანი მიემართება

ჰონდურასიდან აშშ-ის მიმართულებით მიგრანტების ახალი ქარავანი დაიძრა. Reuters-ის ინფორმაციით, მხოლოდ პარასკევს ჰონდურასი 8 000-მდე გვატემალელმა დატოვა, რომელთა შორის ქალები და ბავშვებიც არიან. გამოცემის ცნობით, მიგრანტები ჰონდურასს მძიმე ეკონომიკური მდგომარეობს, ინფლაციისა და გაჭირვების გამო ტოვებენ და იმედი აქვთ, რომ აშშ-ის საზღვრის გადაკვეთას მოახერხებენ.

მიგრანტების ჯგუფმა ჰონდურასისა და გვატემალას საზღვარი უკვე გადაკვეთა და ახლა ისინი გვატემელადან მექსიკაში გადასვლას აპირებენ, შემდეგ კი აშშ-ში მოხვედრას ეცდებიან. მიგრანტებს იმედი აქვთ, რომ ჯო ბაიდენი მათ მიმართ დონალდ ტრამპთან შედარებით უფრო ლოიალური იქნება.

შეგახსენებთ, გასულ წელს დონალდ ტრამპმა მექსიკის ხელისუფლებას განუცხადა ჰონდურასელი მიგრანტების ნაკადები შეეკავებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მექსიკას საბაჟო ტარიფებს დაუწესებდა.

მამაკაცი 3 თვე აეროპორტში ცხოვრობდა და "კოვიდის შიშის გამო" სახლში არ ბრუნდებოდა - უჩვეულო დანაშაული ჩიკაგოში

"ალბათ ბაბუას ბუნკერში იმდენად ეშინია, რომ სისხლის სამართლის კოდექსი დემონსტრაციულად გადახიეს" - ალექსეი ნავალნი პუტინზე

საჰარაში თოვლი მოვიდა - უჩვეულო და შთამბეჭდავი ფოტოები უდაბნოდან